სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12248

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ვაშაკიძე ანტონი (ანზორი) მიხეილის ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ვაშაკიძე ანტონი (ანზორი) მიხეილის ძე მღვდელი

დაბ. ქ. სამტრედია 1979წ. დიაკვნად კურთხევა 2011 წლის 07 იანვარს. 2011 წლის 23 აპრილს მღვდლად კურთხევა.


ვაშაკიძე ანტონი - დეკანოზი დაბ. ქ. სამტრედია. 16.08.1979

2011 წლის, 7 იანვარს მაცხოვრის შობის ტაძარში აკურთხეს დიაკვნად. 2011 წლის, 23 აპრილს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში აკურთხა მღვდლად და დაადგინა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, სოფელი გომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრად. 2011 წლის, 3 ნოემბერს გადმოყვანილი იქნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის, წმინდა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად. 2014 წლის, 28 სექტემბერს ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ აიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო 2021 წლის, 3 ნოემბერს დააჯილდოვა მიტრის ტარების უფლებით. 2011 წლის, 3 ნოემბრიდან 2023 წლის, 20 აგვისტომდე მსახურობდა სამტრედიის წმინდა დავით აღმაშენებლის საკათედრო ტაძარში. 2023 წლის, 20 აგვისტოდან დადგენილ იქნა სოფელ, დიდი ჯიხაიშის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრად.


ვაშაკიძე ანტონ (მღვდელი).  საპატრიარქოს უწყებანი. -  2011. - 12-19 მაისი. 

საპატრიარქოს უწყებანი N 13-19 იანვარი 2011წ გვ.10

ხელდასხმა: 7 იანვარს, ქრისტეშობის დღესასწაულზე, სამტრედიის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) დიაკვნად დაასხა ხელი ბათუმის სასულიერო სემინარიის მე-3 კურსის სტუდენტს ანტონ ვაშაკიძეს.

საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.11

ხელდასხმა: 23 აპრილს ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ (გიგიბერია) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ანტონ ვაშაკიძეს.


ინფორმაცია მოგვაწოდა სოფო მიხეილის ასულმა ვაშაკიძემ. (მამა ანტონის ხორციელი და)

ვაშაკიძე - გვარის 8 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ვაშაკიძე ანტონი (ანზორი) მიხეილის ძე მღვდელი
ვაშაკიძე ანტონი (ანზორი) მიხეილის ძე - მღვდელი. დაბ. ქ. სამტრედია 1979წ. დიაკვნად კურთხევა 2011 წლის 07 იანვარს. 2011 წლის 23 აპრილს მღვდლად კურთხევა. სრულად ნახვა
ვაშაკიძე გაბრიელ (პარმენ) იოსების ძე ბერი
ვაშაკიძე გაბრიელ (პარმენ) იოსების ძე - ბერი. 1958წ. მოღვ. 2022 წლის 07 აპრილს, ბერად აღკვეცა, რიონის მამათა მონასტერი წარმ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია ბიოგრაფია სრულად ნახვა
ვაშაკიძე ბესარიონ სვიმონის ძე მღვდელი
ვაშაკიძე ბესარიონ სვიმონის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ვაშაკიძე სერაფიმე - ბერი.
ვაშაკიძე ტიტე - მედავითნე. სრულად ნახვა
ვაშაკიძე მათე ხახუტას ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ვაშაკიძე ნიკოლოზი - მღვდელი. სრულად ნახვა
ვაშაკიძე სვიმონ მათეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.