სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ველიჩკო ბარსანოფი (ვიაჩესლავ) არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ველიჩკო ბარსანოფი (ვიაჩესლავ) არქიმანდრიტი

1977წ.

ველიჩკო ბარსანოფი  არქიმანდრიტი

თბილისის ზღვასთან მდებარე ღრმაღელის სასაფლაოს, სადაც მამა ანდრონიკეა დაკრძალული, ყველანი ვთვლით ჩვენს სასაფლაოდ. იქ განისვენებენ ჩვენი მამები და დედები. ჩვენ ხშირად დავდივართ მამა ანდრონიკეს საფლავზე და ვუვლით ჩვენთვის ძვირფას საფლავებს.

მამა ანდრონიკეს გვერდით დაკრძალულია არქიმანდრიტი ბარსანოფი (მამა ვიაჩესლავ ველიჩკო). ერთხელ მამა ანდრონიკემ უთხრა მამა ვიაჩესლავს: ჩვენ ყოველთვის გვერდიგვერდ ვიქნებით. და მართლაც, ერთმანეთის გვერდით განისვენებენ.

ბევრი რამ შესრულდამამა ვიაჩესლავის ცხოვრებაში მამა ანდრონიკეს ლოცვა-კურთხევით: წმინდა იოანე ღვრთისმეტყველის სახელობის ეკლესიის მგალობელი ვიაჩესლავი მეორე დღეს უნდა ეკურთხებინათ დიაკვნად იგი მივიდა მამა ანდრონიკესთან, მან კი უპასუხა: ჯერ ადრეა დაიცადე 7777 და ყველაფერი იქნება. ასე 1977წელს 7 რიცხვში მეშვიდე თვეს ვიაჩესლავი აკურთხეს დიაკვნად. აღესრულა მამა ვიაჩესლავი  

43

7 რიცხვში მეშვიდე თვეს. ყველა ღირსშესანიშნავი ამბავი მის ცხოვრებაში 7 რიცხვში ხდებოდა.

მამა ვიაჩესლავს სამი შვილი ჰყავდა.ერთ-ერთ მონაზონს უმცროსი შვილის, ანგელინას წაყვანა სურდა მონასტერში.

კურთხევისათვის მივიდნენ მამა ანდრონიკესთან მან კი უთხრა: არა, არა, ორი გოგონა გათხოვდება, ხოლო შენ ეყოლები დედმამას მომვლელად და შენ უფალი არ მიგატოვებს, იქნები

ეკლესიაში მგალობელი და ყოველივეს დაითმენ. ყველაფერი ასეც მოხდა.

იყო ასეთი შემთხვევა. წავედი სასაფლაოზე მარტო, მამა ანდრონიკეს საფლავზე საერო პანაშვიდი აღვასრულე. ჩემს გვერდით თერთმეტიოდე წლის ბიჭი ტრიალებდა. მე მას ხურდა ფული მივეცი და დავუწყე სწავლება, რომ არ მოეპარა, არ

შეეგინებინა და ა.შ. გამოვედით ცენტრალურ გზაზე სახლში დასაბრუნებლად. გარშემო არავინ იყო. უცებ ეს ბიჭი უკნიდან მეცა, გამომგლიჯა ჩანთა და გაიქცა. მე 68 წლის ვარ, სირბილი არ შემიძლია და დავიწყე ყვირილი: პასპორტი, პასპორტი! ბიჭმა გაირბინა 50-100 მეტრი, უცებ გადააგდო ჩანთა და გაიქცა.

ყველა ჩემი ნივთი: პასპორტი, სხვადასხვა დოკუმენტი, ფული, გასაღები, მეტროს ბილეთი,ადგილზე იყო. მე ავიღე ჩანთა და ღმერთს მადლობა შევწირე ამ სასწაულისთვის. რატომ დააგდო ბიჭმა ჩანთა,არ ვიცი. ჩემთვის ეს ნამდვილი სასწაულია. ვგონებ, მამა ანდრონიკეს შევებრალე და უფალს შესთხოვა ჩემთვის. 

ველიჩკო - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ველიჩკო ბარსანოფი (ვიაჩესლავ) არქიმანდრიტი
ველიჩკო ბარსანოფი (ვიაჩესლავ) - არქიმანდრიტი. 1977წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.