2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქია
თანდილაშვილი ლუკა ბერდიაკონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 24საპატრიარქოს უწყებანი N36 26ნოემბერი-2დეკემბერი 2009წ გვ.7
ტაძრის კურთხევა
23 ნოემბერს გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავამ) და ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) აკურთხეს თბილისის ძველ უბანში აღდგენილი წმინდა 40 სებასტიელ მოწამეთა სახელობის ახალი ტაძარი. იმავე დღეს, 40 სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში გიორგობის დღესასწაულის საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. ტაძრის წინამძღვარდ დაინიშნა იღუმენი ლუკა (თანდილაშვილი), რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლიდან გადმოყვანეს. მომავალში, აქ მონასტრის დაარსება იგეგმება.
საპატრიარქოს უწყებანი N11 25-31 მარტი 2010წ გვ. 4
დაჯილდოება
22 მარტს თბილისის წმინდა ორმეოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდებით დააჯილდოვდა ამავე ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ლუკა (თანდილაშვილი).