2012წ. იღუმენი კახი (ჰერეთი) წმიდა გიორგის ეკლესია
2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქია
თეთრუაშვილი დემეტრე (მღვდელ-მონაზონი). საპატრიარქოს უწყებანი. - 2011. - 29 ივნისი - 6 ივლისი.საპატრიარქოს უწყებანი N10 4-11 აპრილი 2007წ გვ. 15
25 მარტს, თბილისის წმინდა მარიამ ეგვიპტელის სახელობის ახლად დაარსებულ მონასტერში (თბილისის ზღვის მახლობლად) არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა მორჩილი ლევან თეთრუაშვილი და სახელად უწოდა დემეტრე. იმავე დღეს, თბილისის, ახლად დაარსებულ, ხარების სახელობის მონასტერში (მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში, კვირაცხოვლობის ტაძრის მახლობლად) არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა მორჩილი ავთანდილ კუჭავა და სახელად უწოდა აარონი.
საპატრიარქოს უწყებანი N25 29ივნისი-6ივლისი 2011წ გვ.4
ხელდასხმა
12 ივნისს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ დემეტრეს (თეთრუაშვილი). მღვდელ-მონაზონი დემეტრე კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N19 17-23მაისი 2012წ გვ.9
დაჯილდოება
13 მაისს, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით დააჯილდოვა კახის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელ-მონაზონი დემეტრე (თეთრუაშვილი).