სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

თორდია ამბროსი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

თორდია ამბროსი დეკანოზი

2004 წლის 30 დეკემბერი, მღვდლად ხელდასხმა, 2007 წლის 03 ივნისს მიენიჭა დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა, ჭითაწყაროს ხარების სახელობისტაძრის წინამძღვარი.

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი

თორდია ამბროსი  დეკანოზი, ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარი (აშენდა 1825-1830 წწ.) ზუგდიდის და ცაიშის ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.43

2006 წელს ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით სქურში მონასტრული ცხოვრება აღდგა. 

მამათა მონასტრის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვით დეკანოზებს ანდრიასა (ლიპარტია) და ამბროსის (თორდია). ამ 

მონასტრისთვის დეკანოზმა ამბროსიმ დედამის ქეთევანთან ერთად სახლ-კარი შეიძინა და ეპარქიას გადასცა.

საპატრიარქოს უწყებანი N49 31დეკემბერი-6იანვარი 2004წ გვ.6

ხელდასხმა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში

30 დეკემბერს კორცხელის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ამბროსი თორდიას, ხოლო დიაკვნად წიგნის მკითხველს, იაკობ ეხვაიას.

საპატრიარქოს უწყებანი N19 7-13 ივნისი 2007წ გვ. 8

დაჯილდოება

3 ივნისს ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიანიჭა დეკანოზის წოდება და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა მღვდელმსახურნი: კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ილარიონ შენგელია, ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ანდრია ლიპარტია, მახარიას წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი გალაქტიონ ფიფია, ჭითაწყაროს ხარების სახელობისტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ამბროსი თორდია.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.