30 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II ნეკრესის ეპარქიას სტუმრობდა. ყვარლის წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში მისმა უწმინდესობამ ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება:მეორე გამშვენებული ჯვრით -–– დეკანოზი ბენიამენ ჩიხორლიშვილი და დეკანოზი თეოდორე ხუციშვილი; გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -– დეკანოზი ბადრი არჩუაძე; დეკანოზის წოდებით, გამშვენებული ჯვრითა და მიტრით -– მღვდელი ავთანდილ ჯავშანაშვილი; დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით მღვდელი რევაზ გელაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი გიორგი ხაჩიძე და მღვდელი მარკოზ ხატიაშვილი; ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით -– მონაზონი თეკლა (კანანაძე).