
კახელაშვილი გაბრიელ იღუმენი ოზურგეთი, დაჯილდოვდა იღუმენის წოდებით საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2010. 2-8 დეკემბერი, N40(568), გვ.8
საპატრიარქოს უწყებანი N10 20-26მარტი 2008წ გვ. 6
აღკვეცა
17 მარტს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტა- ძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ბერად აღკვეცა ოზურგეთის წმინდა ნინოს სახელობის სამღვდელმთავრო რეზიდენციის მორჩილები — გიორგი კახელაშვილი, სახელად ეწოდა გაბრიელი და გიორგი გოგიტაური — უწოდა ნოე.
საპატრიარქოს უწყებანი N20 18-25ივნისი 2009წ გვ. 5
16 მაისს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძემ) აკურთხა სოფელ აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი. წირვის დროს მეუფე იოსებმა მღვდლად დაასხა ხელი ოზურგეთის სამღვდელმთავრო რეზიდენციის ბერ-დიაკონ გაბრიელს (კახელაშვილს). მღვდელ-მონაზონი გაბრიელი აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.
საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8 დეკემბერი 2010წ გვ. 8
დაჯილდოვება
25 ნოემბერს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარი, იქ არსებული მამათა მონასტერი და დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენი ელიზბარი (ბაბუხადია); იღუმენის წოდებით — აცანის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი გაბრიელი (კახელაშვილი); გამშვენებული ჯვრით: დეკანოზი კვირიკე ხეცურიანი, დეკანოზი საბა ჟღენტი, დეკანოზი გიორგი ჟღენტი, დეკანოზი შალვა ჯინჭარაძე, დეკანოზი შალვა გორგაძე, აჭის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია ალექსანდრა (ჩაჩიბაია), ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია მარიამი (ფოჩხუა), ჯიხეთის ყოვლადწმინდა სამების სახელობის დედათა მონასტრის კეთილმოწესე, იღუმენია ირინე (სულაკაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით — მღვდელი მირიან ფირცხალაიშვილი და მღვდელი იოანე ორმოცაძე.
დაჯილდოება
17 აპრილს თბილისის ყოვლადწმინდა სამების
სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება:
მეორე გამშვენებული ჯვრით –– არქიმანდრიტი გაბრიელი (კახელაშვილი);