სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კეთილაძე  სპირიდონ პეტრეს ძე მღვდელმონაზონი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე მღვდელმონაზონი

დაბ. ხონი დახვრ. 1924წ.

1894წ. ბერი ბეთანია მამათა მონასტერი

1916წ. წინამძრვარი მღვდელმონაზონი ბეთანია მამათა მონასტერი

კეთილაძე სპირიდონ პეტრეს ძე, ბერი 1894 წლის მარტში მოვიდა ბეთანიის მონასტრის აღსადგენად. დაბადებულია ხონი. 1924წ დახვრიტეს

წინამძღვარმა, მღვდელ-მონაზონმა სპირიდონმა (კეთილაძე) იგი ბერად აღკვეცა და სახელად სტეფანე უწოდა. ამავე წელს 

გორის ეპისკოპოსმა ანტონმა (გიორგაძე) ბერი სტეფანე დიავნად აკურთხა. 

1851 წელს გახდა ცნობილი, მას შემდეგ რაც ისტორიკოსმა პლატონ იოსელიანმა და მხატვარმა გ. გაგარინმა მოინახულეს ბეთანიის ტაძარი, გაასუფთავეს იგი ქვათა გროვისაგან და თამარ მეფის ფრესკაც გამოჩნდა. შემორჩენილია იმდროინდელი ტაძრის ფოტოც, სადაც ჩანს, რომ მანამდე ვიღაც, საკუთარი ძალებით ცდილობდა სავანე აღედგინა. XIX საუკუნის მიწურულს ბეთანიის მონასტერში კვლავ მივიდნენ ბერები და დანგრეულის აღდგენა დაიწყეს. აი, რას წერს არქიმანდრიტი იოანე (მაისურაძე) თავის მოგონებებში: „ისმინეთ, აწ თუ ვითარ იქნა ბეთანიის მონასტრის განახლება. იყობერი ვინმე და სახელი მისი სპირიდონ. თვით სპირიდონ ბერი იყო, ხონელი, გვარად კეთილაძე. მამასა ერქვა პეტრე, დედასა — მარინე. ამ ბერმა სპირიდონმა მოისურვა ბეთანიის მონასტრის შეკეთება. სპირიდონ ბერი ბეთანიის მონასტერში ათას რვაას ოთხმოცდათოთხმეტში, მარტის თვეში მოვიდა. გავიდა ხმა გარემოს, ბერი ვინმე მოსულა ბეთანიაში და ამბობსო: უნდა განვახოლოვო. თითონ რითი უნდა განაახლოსო, ტანთ არ აცვია და ფეხთა, საჭმელი იმას არა აქს და სასმელი, მოდიან სოფლები, უყურებენ შორიდან. გაუხდა ავად ცოლი ვანო აფციაურსა (ღვდეველს), რომელიც მოვიდა და სთხოვა ბერს, რომ ელოცა იმ ვანო აფციაურის ცოლისათვის, რო მორჩენილიყო. ულოცა და მორჩა. ამიერიდან მეტი მოწყალე იყო ვანო აფციაური ბეთანიის მონასტრისა. ბეთანიის მადლითა სხვანიც იკურნებოდნენ. ესრეთ ღვთის შემწეობითა, ბეთანიის საქმემ წინ დაიწყო წასვლა“. როგორც ამ ჩანაწერიდან ირკვევა, მონასტრის პირველი აღმდგენელი მღვდელ-მონაზონი სპირიდონი (კეთილაძე) იყო. მამა სპირიდონი — ერისკაცობაში სოლომონ კეთილაძე XIX ს-ის 80-იან წლების ბოლოს შიომღვიმის მონასტერში მივიდა მორჩილად. 1891 წლის დიდმარხვაში ბერად აღიკვეცა და სახელად სპირიდონი ეწოდა. ამავე წელს დიაკვნად აკურთხეს. 1892 წლის დასაწყისში მღვდლად .. დაასხეს ხელი და ზედაზენის მონასტერში გადაიყვანეს. 1894 წელს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას მან ბეთანიის მონასტერში გადაყვანა სთხოვა; თხოვნა დააკმაყოფილეს.
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.