სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11859

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კეჟერაშვილი გიორგი დეკანოზი

2006 წლის 01 ოქტომბერს, მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის დიაკვანს. მღვდელი გიორგი სოფ. სართიჭალაში, წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარში იმსახურებს. 2010 წლის 01 ივნისს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. 2013 წლის 17 მარტს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; 2015 წლის 21 ნოემბერს, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია

კეჟერაშვილი გიორგი მღვდელი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 21

ხელდასხმა
1 ოქტომბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად აკურთხა აკადემიის IV კურსის სტუდენტი ბასილ როსტიაშვილი და მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის დიაკვან გიორგი კეჟერაშვილს. მღვდელი გიორგი სოფ. სართიჭალაში, წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარში იმსახურებს.

საპატრიარქოს უწყებანი N22 17-23 ივნისი 2010წ გვ. 4

დაჯილდოება

1 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და დამსახურებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით − ნაქულბაქევის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი იოანე (გვაჯაია). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრის საძმოს წევრი, მღვდელ-მონაზონი შიო (ლომიძე). ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით მღვდელი გიორგი კეჟერაშვილი.

დაჯილდოება
17 მარტს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით –- ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრი ტაძრის მღვდელ მსახურნი: დეკანოზი ექვთიმე წულუკიძე და დეკანოზი პავლე კაკუშაძე; მიტრითა და გამშვენებული ჯვრით -- ვაზისუბნის ცხრა კოლაელ ყრმათა სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გიორგი ტაბაღუა; გამშვენებული ჯვრით -- სართიჭალის წმინდა ლაზარესა და მთავარანგელოზთა ეკლესიების წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კეჟერაშვილი.

დაჯილდოება
21 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იოანემ (შომახია) აკურთხა სართიჭალის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის ტაძარი და დააჯილდოვა ამავე ტაძრის წინამძღვარი და შემდეგი ღვთისმსახურები:
ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კეჟერაშვილი -–– მიტრის ტარების უფლებით;

კეჟერაშვილი - გვარის 2 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კეჟერაშვილი გიორგი - დეკანოზი. 2006 წლის 01 ოქტომბერს, მღვდლად დაასხა ხელი თბილისის ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის დიაკვანს. მღვდელი გიორგი სოფ. სართიჭალაში, წმინდა ლაზარეს სახელობის ტაძარში იმსახურებს. 2010 წლის 01 ივნისს დაჯილდოვდა, ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. 2013 წლის 17 მარტს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით; 2015 წლის 21 ნოემბერს, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია

სრულად ნახვა
კეჟერაშვილი ქრისტეფორე, ერეკლე II–ის კარის მოძღვარი. ქართველები სინაის მთაზე. 1780-იანი წლები
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.