სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კვიჟინაძე ვახტანგი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კვიჟინაძე ვახტანგი დეკანოზი

2007 წლის 16 სექტემბერს მღვდლად ხელდასხმა. 2010 წლის 10 იანვარს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება; 2010 წლის 12 დეკემბერს დაჯილდოვდა, გამშვენებული ჯვრით. 2012 წლის 12 ივლისს დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.

2010წ. მდგომარეობით დეკანოზი სამება (თბილისი) საპატრიარქო ლავრა

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

საპატრიარქოს უწყებანი N28 20-26 სექტემბერი 2007წ გვ. 9

16 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი. ამავე ტაძრის დიაკონს ვახტანგ კვიჟინაძეს. მღვდელი ვახტანგი სამების საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.


10 იანვარს ყოვლადწმინდა სამების სახელობის სა- პატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურები: მღვდელი გიორგი ჭილაშვილი — ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი თეიმურაზ სუარიშვილი — ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი ვახტანგ კვიჟინაძე — ოქროს ჯვრით და მიენიჭა დეკანოზის წოდება.

 საპატრიარქოს უწყებანი N42 16-22 დეკემბერი 2010წ გვ. 8

დაჯილდოება

12 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება გამშვენებული ჯვრით: ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურები: დეკანოზი ვახტანგ კვიჟანიძე და დეკანოზი პეტრე კვარცხელია;

საპატრიარქოს უწყებანი N28 19-25ივლისი 2012წ გვ.6

დაჯილდოება

12 ივლისს, პეტრეპავლობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: დეკანოზი ვახტანგ კვიჟინაძე -- მიტრით; სქემმღვდელ-მონაზონი სერაფიმე (ბითხარიდი) –– იღუმენის წოდებითა და ოქროს ჯვრით.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.