სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კვირიაშვილი ილარიონი არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კვირიაშვილი ილარიონი არქიმანდრიტი

დაბ. 1982წ. რუსთავში; 2016 წლის 17 იანვარს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდებით;

დაჯილდოება
17 იანვარს, თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოება:
ოქროს ჯვარი და იღუმენის წოდება  მღვდელმონაზონი ილარიონი (კვირიაშვილი);
ოქროს ჯვარი და დეკანოზის წოდება მღვდელი ავთანდილ ცაბაძე.

 

კვირიაშვილი ილარიონი არქიმანდრიტი 2023წ. კაცხის წმინდა სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი.

2026 წლის ფოტო. ავტორი გიორგი ხარატიშვილი;



არქიმანდრიტი ილარიონი ( კვირიაშვილი) დაიბადა 1982 წლის 8 დეკემბერს, ქ. რუსთავში.

2000 წ. დაამთავრა ქ. რუსთავის მე-2-ე საშუალო სკოლა. 2000 - 2003 წ.წ. სწავლობდა ქ. თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 

2006 წლის დეკემბრიდან გახდა მარტყოფის ღვთაების მამათა მონასტრის მკვიდრი. 

2007 წ. კაბოსანი მორჩილი ზენონის სახელით. 

2010 წ. ბერად აღკვეცა და ეწოდა ილარიონი, წმ. ილარიონ ქართველის სახელზე. 

2011 წ. ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის ლოცვა -კურთხევით შეუერთდა კაცხის სვეტის წმ. სვიმეონ მესვეტის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს. 

2011 წ. 28 აგვისტო  ბერდიაკვნად კურთხევა. 

2012 წ.  23 ოქტომბერი მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 

2016 წ. 17 იანვარი  იღუმანის ხარისხში აყვანა.

ამავე წლის 5 სექტემბერს მიტროპოლიტმა დანიელმა დაადგინა კაცხის სვეტის მამათა მონასტრის წინამძღვრად. 

2022 წლის 2 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მიტროპოლიტ დანიელის წარდგენით, იღუმენი ილარიონი აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.


წყარო: ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის ოფიციალური გვერდი;

კვირიაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

კვირიაშვილი ილარიონი არქიმანდრიტი
კვირიაშვილი ილარიონი - არქიმანდრიტი. დაბ. 1982წ. რუსთავში; 2016 წლის 17 იანვარს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდებით; სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.