სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11821

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კოხრეიძე გრიგოლ სპირიდონის ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

კოხრეიძე გრიგოლ სპირიდონის ძე მღვდელი



1911-1917წ. მღვდელი იანეთი (სამტრედია) ღმრთისმშობლის შობის ეკლესია

კოხრეიძე  გრიგოლ სპირიდონის ძე 1911-17 წლებში სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი.

ტიციან ტაბიძის დედა - ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე - წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევიდან გახლდათ.


       ტიციან ტაბიძის დეიდა გათხოვილი იყო ახლომდებარე სამტრედიის სოფ. იანეთში, სადაც ტიციანი დეიდაშვილებს, გრიგოლ და ეზეკია კოხრეიძეებს სტუმრობდა ხოლმე.


       2020 წლის 16 ივნისს მალხაზ კოხრეიძემ საავტორო ბლოგზე “ https://malkhazkokhreidze.wordpress.com “ ტიციან ტაბიძისა და ორპირის თემაზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც ვკითხულობთ: “სპირიდონ კოხრეიძე და ტიციან ტაბიძის მამა იუსტინე ტაბიძე ქვისლები იყვნენ. ისე, როგორც სპირიდონ კოხრეიძე, იუსტინე ტაბიძეც მღვდელი იყო. თავის დროზე, ტიაციან ტაბიძე,  ბიძამ - სპირიდონ კოხრეიძემ იანეთში მონათლა. მედავითნე გიგო ტაბიძე და ნათლია - ერმილე სიმონის ძე ვაშაკიძე ყოფილა.” 

 

       ტიციანის ბიძა, მღვდელი სპირიდონ ბესარიონის ძე კოხრეიძე 1891-96 წლებში  სოფ. მაღლაკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის, ხოლო 1896-1911 წლებში სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი გახლდათ, რომელიც 1912 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა.

ტიციანის დეიდაშვილი გრიგოლ სპირიდონის ძე კოხრეიძე 1911-17 წლებში სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.


თემო ჭახნაკია [ სამტრედიის ორპირი ტიციანის შემოქმედებაში]

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.