თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ლობჟანიძე დანიელი ვახტანგის ძე - დეკანოზი.
2009 წლის 08 ივნისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრითა და მიტრით; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი,
8 ივნისს ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურები: ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დანიელ ლობჟანიძე გამშვენებული ჯვრითა და მიტრით; გლადის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი აკაკი ქიქავა გამშვენებული ჯვრით; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი მიქაელ წულუკიძე გამშვენებული ჯვრით; აეროპორტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პახომი ჯანიაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა იღუმენის წოდება; ვაკის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი თეიმურაზ ბარაბაძე — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი გიორგი დორეული — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი საბა ლევერაშვილი — ოქროს ჯვრით და მიანიჭა დეკანოზის წოდება; მღვდელი იაკობ სირბილაძე — ოქროს ჯვრით და აყვანილია დეკანოზის წოდება.
5 აგვისტოს ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა ლევან ჟღენტი და სახელად ლონგინოზი უწოდა. იმავე დღეს მღვდლად დაასხა ხელი ურთხვას წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ბერ-დიაკონ ელიოზს.
ლობჟანიძე რომანოზ (ირაკლი) თამაზის ძე - მღვდელმონაზონი.
დაბ. ლაგოდეხი, 1991წ