საპატრიარქოს უწყებანი N6 21-27 თებერვალი 2008წ გვ. 9
ხელდასხმა
15 თებერვალს, მირქმის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის ბერდიაკონ პიმენს (ქარდავა). 15 თებერვალს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის (საირმეზე) მედავითნე ზურაბ მარგველაშვილი და სახელად სვიმეონი უწოდა. დიაკონი სვიმეონი საირმის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს
დაჯილდოება
7 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი:
მღვდელი სვიმეონ მარგველაშვილი აღიყვანა დეკანოზის ხარისხში და დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით;