სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მარიამიძე ცოტნე იღუმენი

2004წლის 03 აპრილს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2011 წლის 02 სექტემბერს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ლასურაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი.

2014წ. მდგომარეობით იღუმენი ცაგერისა და ლენტეხის ეპარქია

მარიამიძე ცოტნე მღვდელმონაზონი, ცაგერის და ლენტეხის  ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.68

საპატრიარქოს უწყებანი N 14 22-28აპრილი 2004წ გვ.11

3 აპრილს ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკვან ცოტნეს (მარიამიძე).

საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.13

დაჯილდოება

2 სექტემბერს ცაგერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა ცაგერისა და ლეხტეხის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით - ლენტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ნიგურიანი; ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ლასურაშის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ცოტნე (მარიამიძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ცაგერის წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ილარიონი (სახელიშვილი); დეკანოზის წოდებით - ზუბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი მდივანი; დეკანოზის წოდებით -- ცანას მაცხოვრის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი იაკობ კვირიკაშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით - ლაილაშის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი,  მღვდელი გიორგი ონიანი.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.