სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11856

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მატათაშვილი ვასილი მღვდელი



1900წ. მღვდელი ლილო (თბილისი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია

მატათაშვილი ვასილ,  დაიბადა 1869 წელს, წინამძღვარი მღვდელი, სოფელ საცხენისის სამრევლო (თელავის მაზრა)

 სოფელ საცხენისის სამრევლო (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი ვასილ მატათაშვილი

1869 წელს დაიბადა.

1887-1893 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1893 წლის 21 ნოემბერში დიაკვნად აკურთხეს, დეკემბერში კი - მღვდლად დაასხეს ხელი და კოდის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1900 წლის აღდგომას საგვერდულით დაჯილდოვდა.

1900 წლის 1 ივლისს დიდი ლილოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს.

1902 წლის 10 იანვარს თბილისის გუბერნიის IV ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.

1902 წლის 2 მაისს სკუფიით დაჯილდოვდა.

1907 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს.

1907 წელს საცხენისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად და ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1911 წლის 25 სექტემბერს თბილისის რკინიგზის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიაში მეორემღვდლად განამწესეს.

1918 წელს თბილისის ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მეორე მღვდლად დაინიშნა და დეკანოზის წოდება მიენიჭა.

1926 წელს ენქერით დაჯილდოვდა. მონაწილეობდა 1927 წლის 21-27 ივნისის გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV საეკლესიო კრებაზე.

1933 წელს კომუნისტებმა ვერის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია დაანგრიეს და იქ ვერის ბაღი გააშენეს. კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატეს (ცინცაძე) ლოცვა-კურთხევით დეკანოზი ვასილი სოლოლაკის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა.

1937 წელს კვლავ იხსენიება ამავე ტაძრის წინამძღვრად. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

მატათაშვილი - გვარის 11 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მატათაშვილი ისაკ მატათას ძე მღვდელი
მატათაშვილი ისაკ მატათას ძე - მღვდელი.

1850წ. მღვდელი მატანი (ახმეტა) ნიკოლიზ ეკლესია,

1850წ. მღვდელი ქისტაური (ახმეტა) წმიდა ნინოს ეკლესია

სრულად ნახვა
მატათაშვილი მაკარი (მიხეილ დიონისეს ძე)   არქიმანდრიტი
მატათაშვილი მაკარი (მიხეილ დიონისეს ძე) - არქიმანდრიტი. 1818-1892წწ  ბიოგრაფია

1849წ. ბერი შუამთა (თელავი) ხახულის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის დედათა მონასტერი

1857წ. არქიმანდრიტი ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი

1858წ. არქიმანდრიტი ხირსა (სტეფანე ხირსელი, სიღნაღი) მამათა მონასტერი

1860-70წ. არქიმანდრიტი გარეჯი (საგარეჯო) წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრი

1892წ. ღვთივგანისვენა არქიმანდრიტი თბილისის (ავლაბარი) მაცხოვრის ფერისცვალების (ფერიცვალების) სახელობის დედათა მონასტერი დაკრძ. იქვე

სრულად ნახვა
მატათაშვილი მათე - დიაკონი.

1860, 1871წ. დიაკონი ოჟიო (ახმეტა) წმიდა თომა მოციქულის ეკლესია

სრულად ნახვა
მატათაშვილი გიორგი - მღვდელი.

1903წ. მღვდელი კელმეჩური (სიღნაღი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
მატათაშვილი ვასილი - მღვდელი.

1900წ. მღვდელი ლილო (თბილისი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია

სრულად ნახვა
მატათაშვილი დიონისე - მღვდელი.

1840წ. მღვდელი ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი

სრულად ნახვა
მატათაშვილი ნიკოლოზი - მღვდელი.

1840წ. მღვდელი კაკაბეთის (საგარეჯო) წმიდა მარინეს ეკლესია სიღნაღის მაზრა

სრულად ნახვა
მატათაშვილი არსენი - მღვდელი.

1850წ. მღვდელი კაკაბეთის (საგარეჯო) წმიდა მარინეს ეკლესია სიღნაღის მაზრა

1860წ. მღვდელი ქოდალოს (გურჯაანი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
მატათაშვილი ალექსანდრე - მღვდელი.

1900წ. მღვდელი კაკაბეთის (საგარეჯო) წმიდა მარინეს ეკლესია სიღნაღის მაზრა

სრულად ნახვა
მატათაშვილი იოსები - მედავითნე.

1850წ. მედავითნე კაკაბეთის (საგარეჯო) სამების ეკლესია სიღნაღის მაზრა

სრულად ნახვა
მატათაშვილი ისიდორე  მღვდელმონაზონი 
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.