მაღლაკელიძე ამბროსი მღვდელმონაზონი მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 23
მაღლაკელიძე ამბროსი სამების ლავრის ბერად ხელდასხმა საპატრიარქოს უწყებანი. 2007. - 1-7 თებერვალი.
საპატრიარქოს უწყებანი N3 1-7 თებერვალი 2007წ გვ. 7
ხელდასხმა
28 იანვარს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში დიაკვნად ხელი დაასხა სამების ლავრის ბერ ამბროსის (მაღლაკელიძე), ხოლო ფერისცვალების მონასტრის ბერ-დიაკონ აბიათარს (ქაფიანიძე) მღვდელ-მონაზვნად.
25 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ზვიად ჯაღმაიძე და სახელად ანდრია უწოდა. დიაკონი ანდრია ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში იმსახურებს.
25 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნე-ტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ ამბროსის (მაღლაკელიძე). მღვდელმონაზონი ამბროსი საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს.
წინამძღვრად დანიშვნა
6 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ლოცვა-კურთხევით, საგურამოს წმინდა ილია მართლის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი
ამბროსი (მაღლაკელიძე) დაინიშნა თბილისის წმინდა
კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესიის (ასათიანის
ქუჩა) წინამძღვრად.