სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12072

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მახალდიანი ვასილ სპირიდონის ძე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

მახალდიანი ვასილ სპირიდონის ძე დეკანოზი





1924 წელს საგანგებოდ დააპატიმრეს ყოფილი სასულიერო პირი დეკანოზი ვასილ სპირიდონის ძე მახალდიანი. მისი მეუღლე არწმუნებდა ჩეკისტებს ქმრის უდანაშაულობაში და სთხოვდა, რომ არ დაეხვრიტათ. მისი მიმართვის შინაარსი ასეთია:
,,ჩემი ქმარი ვასილ სპირიდონის ძე მახალდიანი არის დატუსაღებული საგანგებო კომისიის განკარგულებით 5 მარტისგან 1924 წ. აი უკვე მესამე თვე გადის მას შემდეგ და ჯერ არაფერი გადაწყვეტილება არ გამოუტანიათ. მე კი ორი პატარა ბავშვით ვიმყოფები უკიდურეს მდგომარეობაში, სრულებით არ მაქს სახსარი ვარჩინო ეს პატარა ბავშვები და ან თვითონ ტუსაღი, რადგანაც მისი დატუსაღების ერთი თვის შემდეგ ჩემი ქმარი გამორიცხეს სამსახურიდგან და მე მომისპეს მისი ჯამაგირი.
თვით ვასილ მახალდიანი გარწმუნებთ შეიქმნა მსხვერპლი პირადი ინტერესებისა. იგი არის ერთგული და ენერგიული მუშა და პოლიტიკურათ სრულიად საიმედო პიროვნება საბჭოთა ხელისუფლებისთვის, რაშიდაც საგანგებო კომისია მე ვფიქრობ ღრმად დარწმუნდება მისი
საქმის გადასინჯვისას.

უმორჩილესად გთხოვთ შეხვიდეთ ჩემს გაჭირვებულს მდგომარეობაში და გასცეთ განკარგულება, რომ იქნეს დაჩქარებული ჩემი ქმრის საქმის გამოძიება და დაბოლოვება. იმედი მაქს არ დამტოვებთ უყურადღებოთ და ჩემს თხოვნას მიიღებთ მხედველობაში.
მთხ. ნინო მახალდიანისა
19 მაისი 1924 წ. ქ. თბილისი ‘’(შ.ს.ს. # 24201).
ნინო მახალდიანი წერს საქართველოს საგანგებო კომისიის თავმჯდომარეს ამხ. კვანტალიანს და აუწყებს, რომ მისი ქმარი ფარულად საბჭოთა კავშირის განმტკიცებასა და გაძლიერებაში იღებდა მონაწილეობას. დუშეთში მათ სახლში მიმდინარეობდა ფარული
შეხვედრები ბოლშევიკებსა და ვასო მახალდიანს შორის. ამავე დროს, უწარმოებია ნალჩიკიდან ბოლშევიკების ფარული გადმოყვანა საქართველოს ტერიტორიაზე, რადგან იქ დენიკინის კლანჭები ახრჩობდა ბოლშევიკებს. ვერც ერთმა გარიგებამ ვერ უშველა ვასო
მახალდიანს და იგი დახვრიტეს.

მახალდიანი - გვარის 3 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

მახალდიანი ვასილ სპირიდონის ძე დეკანოზი
მახალდიანი ვასილ სპირიდონის ძე - დეკანოზი. სრულად ნახვა
მახალდიანი გაბრიელი - მღვდელი. სრულად ნახვა
მახალდიანი სპირიდონ ნიკოლოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.