ნატროშვილი გელასი დეკანოზი თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი 2012წ. საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8 ოქტომბერი 2009წ გვ.10
დაჯილდოება
 
21 სექტემბერს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: გამშვენებული ჯვრით დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი ვახტანგ სტეფნაძე, თბილისის სასულიერო აკადემიის დეკანი და თემქის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ გალდავა, თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანი, ჩიტაძის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სანამაშვილი.
საპატრიარქოს უწყებანი N44  30იანვარი 2010წ  -5 დეკემბერი 2011წ გვ. 8
დაჯილდოება
26 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნატერსმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სამღვდელოება: მიტრით — თბილისის ნაძალადევის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური და თბილისის სასულიერო სემინარიის პრორექტორი, დეკანოზი გელასი ნატროშვილი.