სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11816

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ოსაძე ანგელინა იღუმენია

2011 წლის 27 იანვარს დაჯილდოვდა:  ოქროს ჯვრით: ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, 2003 წლიდან წინამძღვარი

2023წ. მდგომარეობით იღუმენია რუისისა და ურბნისის ეპარქია

ოსაძე ანგელინა იღუმენია რუის-ურბნისის ეპარქია 2020წ

2003 წ. 14 აგვისტოდან ბრეთში დედათა მონასტერი ფუნქციონირებს, რომლის წინამძღვარია, იღუმენია ანგელინა (ოსაძე). მონასტერში ასევე მოსაგრეობენ: მონაზონი ნეონილა (დოლიაშვილი), მონაზონი თომაიდა (მინდიაშვილი) და მონაზონი დინარა (თათელიძე). მონასტრის მწირველი და სულიერი მოძღვარია არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი). საქართველოს სამოციქულო, მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა 2005 წ. 23 დეკემბრის განჩინებით დააწესა წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე – 15/28 მაისი. ეს დღე ბრეთში დიდი ზეიმით აღინიშნება.

საპატრიარქოს უწყებანი N6 10-16 თებერვალი 2011წ გვ.4

დაჯილდოება

 27 იანვარს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა რუისისა-ურბნისის ეპარქიაში მოღვაწე მონაზვნები.

დაჯილდოება

ოქროს ჯვრით: რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ემილია (შუბლაძე); დირბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ნატალია (ხახუტაშვილი);  ხაშურის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძლვარი, მონაზონი ევგენია (ჟორდანია); ხაშურის წმინდა მარინეს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარინე (რაზმაძე); სურამის მაცხოვრის ამალლების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი თამარი (ფიჩხაია);  სურამის იობ მრავალტანჯულის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ელისაბედი (სიხაშვილი); სომანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მაკრინე (ჯვარისაშვილი); ბრეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ანგელინა (ოსაძე).  


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.