სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

პაპალაშვილი  კონსტანტინე ირაკლის ძე დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

პაპალაშვილი კონსტანტინე ირაკლის ძე დეკანოზი



2025წ. მდგომარეობით დეკანოზი ალავერდის ეპარქია


პაპალაშვილი კონსტანტინე ირაკლის ძე მღვდელი, დაბ. 09 დეკემბერი 1965წელს თელავში.  2015 წლიდან იყალთოს მონასტერი ალავერდის ეპარქია

 მღვდელი კონსტანტინე პაპალაშვილი დაიბადა ქ.თელავში 1965 წლის 9 დეკემბერს. 1982წ. დაამთავრა თელავის მე-3 საშუალო სკოლა. 1985 წელს დაამთავრა თელავის სამშენებლო ტექნიკუმი. 1985-87 წლებში მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური. 1989წ. ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაასრულა.

1991—95 წლებში გალობდა თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარში.

1995 წლიდან მსახურობდა წინანდლის, თელავის ღვთაების და ალავერდის ტაძრებში სტიქაროსნად და მგალობლად.

1996 წლიდან დადგენილია ალავერდის ეპარქიის ხუროთმოძღვრად და მონაწილეობა აქვს მიღებული ეპარქიის ყველა ეკლესიის აღდგენაში, ხოლო მისი პროექტით აშენდა თელავის წმინდა ნინოს, ახმეტის წმინდა ბიძინას, შალვას და ელიზბარის, ხადორის ივერიის ღვთისმშობლის,

თელავის აღდგომის ეკლესიები. წლების მანძილზე კონსტანტინე პაპალაშვილი იყო ალავერდის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტი.

2014 წლის ბზობის დღესასწაულზე ალავერდის ტაძარში დადგინდა წიგნის მკითხველად,

2014 წლის 22 სექტემბერს აბბა ალავერდელმა დავითმა აკურთხა დიაკვნად ბუშეტის წმინდა იოაკიმეს და ანას ტაძარში.

2015 წლის 10 მაისს ალავერდის საკათედრო ტაძარში აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა კონსტანტინე პაპალაშვილს ხელი დაასხა მღვდლად. Mმსახურობს ალვნის სამების, რუისპირის წმინდა ნიკოლოზის, თელავის აღდგომის და თელავის ღვთაების ტაძრებში.

2024 წელს აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა დეკანოზის ხარისხში აღიყვანა)

პაპალაშვილი - გვარის 2 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

პაპალაშვილი  კონსტანტინე ირაკლის ძე დეკანოზი
პაპალაშვილი კონსტანტინე ირაკლის ძე - დეკანოზი.

2025წ. მდგომარეობით დეკანოზი ალავერდის ეპარქია

სრულად ნახვა
პაპალაშვილი ქეთევანი - მონაზონი.

2014წ. მდგომარეობით მონაზონი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია

ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.