სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სარალიძე თადეოზი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

სარალიძე თადეოზი დეკანოზი

2013 წლის 24 მარტს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;  2024 წლის 20 ივნისს დაჯილდოვდა: მიტრის ტარების უფლებით.  მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

2022წ. მდგომარეობით დეკანოზი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია


დაჯილდოება
24 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკო-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია I-მ დააჯილდოვა ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ბიძინა (ქობალია); გამშვენებული ჯვრით -- სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მიქაელ კირვალიძე; ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტრის მლვდელმსახური, მღვდელი თადეოზ სარალიძე.

2019წ. ყოვლადუსამღვდელოესი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი (გაბრიჭიძე) და დეკანოზი თადეოზი (სარალიძე)

სარალიძე თადეოზ დეკანოზი, მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი. ჭიათურის და საჩხერის  ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.69


სარალიძე თადეოზ დეკანოზი მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი 2022წ


2024 წლის 20 ივნისს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:

არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი მიქაელ კირვალიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი თადეოზ სარალიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.


 მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარის წინამძღვარი, დეკანოზი თადეოზი (სარალიძე)


“სასულიერო მოღვაწეობა 1994 წლიდან დავიწყე. ამ დროიდან უკვე მღვდლად მაკურთხეს. მანამდე მედავითნე ვიყავი. პირველი ზიარება მღვიმევის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მივიღე განსვენებული მამა ზენონის ხელით. რელიგიური თვალსაზრისით, თვალი პირველად 1985 წელს ამეხილა. ხუთშაბათი დღე მქონდა გამორჩეული და ამ დღეს ამოვდიოდი ხოლმე ტაძარში. მერე ამიხსნეს, რომ უპირატესი კვირა დღე იყო... ძალიან მიყვარდა მედავითნეებთან ყოფნა, წიგნის კითხვის სწავლა. 1987 წლის 13 აპრილს მივიღე პირველი ზიარება. მას შემდეგ აქტიურად დავიწყე ეკლესიაში სიარული, მედავითნეობასაც შევეჩვიე. ჩემი მოძღვარი არის, იყო და იქნება ახლა უკვე მღვდელმონაზონი ბასილი (მაშინ - დეკანოზი ზურაბ ანთაძე). მადლობა ღმერთს, რომ 25 წელია, ჩემი მოძღვრის ლოცვა-კურთხევით და რჩევა-დარიგებით ვხელმძღვანელობ. ჩემს მოძღვართან ახლა უკვე მონაზონმა, მაშინ ერის ქალმა, ცისნამმა მიმიყვანა. ეს ჩემთვის ავტორიტეტული ადამიანი რელიგიურ ცხოვრებაში, ახლა საგურამოში, ბურიანის დედათა მონასტრის წინამძღვარია. ჩემი მოძღვარი ჩემი იდეალია და მჯერა, რომ ღვთის სასუფეველში მიმიყვანს. მას ვაკვირდები და ერთხელ არ მოვუტყუებივარ, ერთხელ არავინ განუკითხავს და ოდნავ არ გადაუხვევია საეკლესიო სწავლებისთვის.


1991 წელს ჩამოვიდა ჩემი მაკურთხეველი, განსვენებული მიტროპოლიტი კონსტანტინე (მელიქიძე), ქორეპისკოპოსი პატრიარქისა. მაშინ აქ მღვდლების ნაკლებობა იყო. ცოტა ხანში დედები ჩამოვიდნენ და განახლდა სამონასტრო ცხოვრება. მღვიმევის ღვთისმშობლის შობის ტაძარში ღვთისმსახურება სულ აღესრულებოდა. აქვე მსახურობდა მამა თევდორე ქებაძე, მამა მელქისედეკ ხვედელიძე. 1993 წელს, ფერისცვალების დღეს, დედების ლოცვით დამიძახა საკურთხეველში მეუფე კონსტანტინემ და დამიწყო საუბარი მღვდლად კურთხევასთან დაკავშირებით. მაშინ მომზადებული არ ვიყავი. ჩამიყვანეს თბილისში ჩემს მოძღვართან, რომელმაც მიმიყვანა ანჩისხატში. იქ ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღესრულებოდა. მოვემზადე და 1994 წლის 12 ივლისს სამღვდლო დიაკვნად მაკურთხეს. მერე მღვდლად დამასხეს ხელი. მალე გარდაიცვალა ტაძრის წინამძღვარი მამა თევდორე ქებაძე. მამა მელქისედეკი სხვაგან გადაიყვანეს. მამა დავითი, რომელიც მალე აკურთხეს მღვდლად, გადავიდა სოფელ ნაგუთში. ღვთის წყალობით, ამ დიდებულ ეკლესია-მონასტერში ახალნაკურთხი მღვდელი 1994 წლიდან დავრჩი ტაძრის წინამძღვრად. მადლობა ღმერთს, რომ აქ ვარ და მინდა, ბოლომდე აქ ვიმსახურო. მინდა ამ ტაძრის ახლოს დამასაფლაონ. ოთხი წელი ძალიან ტკბილ ურთიერთობაში ვიყავი ჩემს მაკურთხეველთან, მეუფე კონსტანტინესთან. 1998 წელს ჩვენი ეპარქია გაიყო. მეუფე უძღვებოდა მარგვეთის ეპარქიას. ჩვენ დავრჩით ჭიათურა-საჩხერის ეპარქიაში. უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, ჭიათურა-საჩხერის ეპარქიას უძღვებოდა მეუფე აბრაამი (გარმელია). ოთხი წელი იმსახურა მეუფემ ჩვენს ეპარქიაში, ახლა ცხუმ-აფხაზეთისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გახლავთ.


თავიდან ტაძარში ოთხი მოხუცი რუსი ქალი დამხვდა და რამდენიმე ახალგაზრდა. დროთა განმავლობაში ტაძარში გამრავლდა მრევლი. ყოველ დღესასწაულზე მეტი და მეტი ადამიანი ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. მღვიმევის ტაძარში ამჟამად სამი მღვდელი ვმსახურობთ - მე, მამა გაბრიელი და მამა გიორგი. სამივეს ოთხ-ოთხი შვილი გვყავს, მე - ოთხი შვილიშვილიც.


მღვიმევში არის სამი ტაძარი - აღდგომის, ღვთისმშობლის შობის და წმინდა ეკატერინეს სახელობისა. წმინდა ეკატერინეს ვემსახურები რამდენი წელია და მან ღირსი გამხადა ჩავსულიყავი სინა-რაითის ეპარქიაში. იქაურმა პატრიარქმა დიდი სიყვარულით მიგვიღო. ჩვენს უწმინდესს დიდ პატივს მიაგებენ. მოვილოცეთ წმინდა ეკატერინეს წმინდა ნაწილები. ასევე გაგვიხსნეს ბიბლიოთეკა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იღება. უფალმა ღირსი გამხადა, რომ იერუსალიმიდან მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული სასწაულმოქმედი ცეცხლი ჩამომეტანა დასავლეთ საქართველოში.


- რა არის ადამიანისთვის აუცილებელი?


- ეკლესიური ცხოვრება მოთმინებას მოითხოვს. მოთმენა არ უნდა იყოს ამპარტავნულად, თავმდაბლურად უნდა გამოიხატებოდეს. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ თუ ჩვენ შეურაცხგვყოფენ, უნდა დავითმინოთ. გავიხსენოთ, რა გაუკეთეს მაცხოვარს.


- რა სულიერ რჩევას მისცემთ ხალხს?


- ჩემთვის ღვთის წყალობა იყო გამოცდილი მოძღვრის ნახვა. გამოცდილებას მაინც ასაკი იძლევა. როცა შეარჩევ, მერე უნდა გამოიკითხო, ვინ არის ამ მოძღვრის მოძღვარი, როგორი აქტიურია ეკლესიური წესების დაცვაში. მართლმადიდებლობის დამცველია თუ ცოტა გულგრილია. შეურჩევლად, პირდაპირ მიხვიდე და შენი ძვირფასი სული ჩააბარო, ეკლესია არ გვირჩევს. წირვა-ლოცვის ჩატარება ყველა მღვდელს შეუძლია, მაგრამ თუ მას გამოცდილება არ აქვს, აღსარებებს იღებს, რჩევებს იძლევა და ემოციებით აკეთებს ამას და თანაც განმკითხველია, ასეთი მღვდელი სულიერად ვერ დაგაპურებს. მოძღვრის შერჩევის შემდეგ ადამიანი აუცილებლად უნდა შეეჩვიოს ლოცვას, მარხვას. მერე ოჯახური კეთილდღეობაც მოვა."

[ 25.11.2010 | ჟურ. "კარიბჭე" ]

სარალიძე - გვარის 16 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

სარალიძე კაპიტონ ანტონის ძე  მღვდელი
სარალიძე კაპიტონ ანტონის ძე - მღვდელი.

1902-1914წ. მღვდელი გორისი (საჩხერე) წმ. გიორგის ეკლესია

1914-17 წ. მღვდელი ვარდიგორა ( თერჯოლა) მაცხოვრის ფერიცვალების ეკლესია

1918წ. მღვდელი მეჯვრისხევი დიდი (გორი) წმიდა მარინეს ეკლესია

სრულად ნახვა
სარალიძე თადეოზი დეკანოზი
სარალიძე თადეოზი - დეკანოზი. 2013 წლის 24 მარტს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;  2024 წლის 20 ივნისს დაჯილდოვდა: მიტრის ტარების უფლებით.  მღვიმევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

2022წ. მდგომარეობით დეკანოზი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

სრულად ნახვა
სარალიძე ალექსანდრე მღვდელი
სარალიძე ალექსანდრე - მღვდელი. კაცხის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ტაძარი

2023წ. მდგომარეობით მღვდელი ჭიათურისა და საჩხერის ეპარქია

სრულად ნახვა
სარალიძე ექვთიმე მღვდელი
სარალიძე ექვთიმე - მღვდელი.

2014წ. მდგომარეობით მღვდელი ქუთაისისა და გაენათის ეპარქია

სრულად ნახვა
სარალიძე იროდიონი - მედავითნე.

1917წ. მედავითნე ხაშური (მიხაილოვო) მთავარანგელოზის/ ნათლიმსცემლის ეკლესია

სრულად ნახვა
სარალიძე იოანე - ბერი.

2014წ. მდგომარეობით ბერი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სარალიძე იოანე (გიორგი) - ბერმონაზონი.

2013წ. ბერმონაზონი ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი დაკრძ. იქვე

სრულად ნახვა
სარალიძე საბა - მღვდელმონაზონი.

2006წ. ღვთივგანისვენა მღვდელმონაზონი ბოდბე (სიღნაღი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია, წმიდა ნინოს განსასვენებელი

სრულად ნახვა
სარალიძე ალექსი - მღვდელი.

1774წ. მღვდელი არხოტი/ბზა (თეთრი წყარო) მიძნების/წმ. გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
სარალიძე იოანე - დეკანოზი.

1917წ. დეკანოზი ბორჯომი წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

1918წ. დეკანოზი ბორჯომი წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია

სრულად ნახვა
სარალიძე სიმონი - დეკანოზი.

1903-1912წ. დეკანოზი ურბნისი (ქარელი) წმიდა სტეფანეს ეკლესია

1912წ. დეკანოზი იტრია (სურამი, ხაშური) ღვთისმშობლის მიცვალების ეკლესია

1917-1920წ. დეკანოზი ხაშური (მიხაილოვო) მთავარანგელოზის/ ნათლიმსცემლის ეკლესია

სრულად ნახვა
სარალიძე ბაგრატი - მღვდელი.

1916წ. მღვდელი გორი მიძინების (სობორი) ეკლესია

სრულად ნახვა
სალარიძე დავით (მღვდელი) საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2015. 30 აპრილი - 6 მაისი, N17 (762), გვ.18-20
სალარიძე ნიკონ (მღვდელი) საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2015. 30 აპრილი - 6 მაისი, N17 (762), გვ.18-20
სარალიძე იოანე ანტონის ძე 1888-1984წწ მღვდელი დაბ. სოფ. ეწერი თერჯოლა ფოტო, ბიოგრაფია
სარალიძე ნიკოლოზ მარკოზის ძე - მღვდელი.

ცხოვრობს გორის რაიონ სოფ საკორითლოში.

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.