2019 წლის 24 ნოემბერს, მღვდლად კურთხევა. იმსახურებს: ქუთაისის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახ. დედათა მონასტერში. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით დაჯილდოვდა 2024წ
24 ნოემბერს, ქ. ქუთაისის ბაგრატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა მღვდლად დიაკონ გიორგი სვანიძეს. მღვდელი გიორგი სვანიძე დაინიშნა მღვდელმსახურად ქ. ქუთაისის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახ. დედათა მონასტერში.
თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
საკანში დავრჩით სამნი: მე, მღვდელი ვარდოსანიძე და იღუმენი დომენტი (გიორგაძე). დიაკონი ისიდორე სვანიძე ისევ საავადმყოფოშია. მატარებელით კი მიჰყავთ, მაგრამ ახლა (იქნება ღამის სამი საათი) რა დროის მატარებელია-თქო, ვამბობთ. ვიღაცამ სთქვა: როგორც არეული დროა, მატარებლების მიმოსვლაც ისე არეული ექნებათო, და ასე ზოგმა რა სთქვა და ზოგმა-რა. ცოტა ხნის შემდეგ შემოვიდა ერთი იქ მომსახურეთაგანი და შევეკითხეთ, თუ სად წაიყვანეს ისინი-თქო. მან ერთი ისეთი დააკრაჭუნა კბილები, რომ თუ კიდევ მთელი დარჩა იმას კბილი, არა მგონია და უხმოდ გავიდა. ასე ოთხი საათი იქნებოდა, რომ სადგურის მხრიდან მოგვესმა ორჯერ ზედიზედ თოფების გრიალი, მერე ორი-სამი კენტად. ვიფიქრეთ, დაიწყო ისევ გამოსვლები თქო, მაგრამ ეს იყო და ეს, იმ ღამეს მეტი თოფის ხმა არ გაგვიგონია. ამან ჩვენი ეჭვი კიდევ უფრო გააძლიერა. მაგრამ რ...ძემ რომ სთქვა, ჩქარა, თორემ მატარებელი გაგვასწრებსო?! ამ გამოურკვეველ მდგომარეობაში ვართ და როდის- როდის გათენდა. როგორც კი მიმოსვლა დაიწყო საკნებს შორის, ჩვენთან შემოვიდა ტუსაღი მაჭავარიანი (ეროვნულ-დემოკრატი) და შეგვათვალიერა, თუ ვინ გაიყვანესო. ჩვენ გულუბრყვილოდ შევეკითხეთ, თუ სად წაიყვანეს ისინი-თქო. მან თვალცრემლიანმა სთქვა: დახვრიტესო! ამის გაგონებამ თავზარი დაგვცა. მან განაგრძო: მათთან ერთად შვიდი კაცი ჩვენი საკნიდანაო და ჩამოთვალა გვარები, ყველანი . ჩვენი კარგი მეგობრები. ამან კიდევ მწუხარება გაგვიორკეცა. იმ დღეს ყველას ეს ამბავი ეკერა პირზე და ერთმანეთს მოუთხრობდნენ იმ ღამის ინციდენტებს, თუ გიორგი წივწივაძეს გული როგორ შეუწუხდა, და ციმციმ საცვლების ამარა გაიტანეს, როგორ ოხუნჯობდა მისი დეიდაშვილი, თუ არ ვიცი მამიდაშვილი, ინჟინერ-ქიმიკოსი ი. ჩხენკელი და ეკითხებოდა ამხანაგებს: როგორ იცით, სიკვდილი კრახმალიან საყელოში სჯობია, თუ ისეო (მას კრახმალიანი საყელოს ტარება უყვარდა).
სვანიძე სვიმეონი - დეკანოზი.
დაბ. 1972წ. 2007 წლის 07 ოქტომბერს, მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა: ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი.
7 ოქტომბერს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) ეკლესიაში ერთგული და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით: ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი მიქაელი (მეგენეიშვილი), მზიანის ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი პეტრე (ანდღულაძე), უდაბნოს წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მო- ნასტრის წინამძღვარი, იღუმენი მარკოზი (გურგენიძე). ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით: გრიგოლეთის წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წი-ნამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ზაბულონი (ხუბუკელაშვილი), შემოქმედის მაცხოვრის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ელიზბარი (ბაბუხადია), ლიხაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ეკლესიისა და აჭის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელმონაზონი იოსები (ღლონტი). მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა: ოზურგეთის _ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილი კვირჩილაძე და ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი სვიმონი სვანიძე. დეკანოზის წოდებით: ერკეთის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი თომა სიხარულიძე და შუხუთის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი საბა ჟღენტი. ოქროს ჯვრით: სამების ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი ჟღენტი და ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბესარიონ ლომინეიშვილი.
15 ნოემბერს ელიას მთის წმ. საბა განმწმედელის სახელობის ტაძარში ცურტაველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად
აკურთხა მამუკა სვანიძე და სახელად ნიკოლოზი უწოდა.
სვანიძე ნიკოლოზი - მღვდელი.
2013 წლის 31 მარტს; დიაკვნად კურთხევა; 2014 წლის 05 იანვარს, მღვდლად ხელდასხმა. დაინიშნა: მელექედურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში.
31 მარტს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) დიაკვნად აკურთხა ბათუმის სასულიერო სემინარიის | კურსის სტუდენტი ნიკოლოზ სვანიძე. დიაკონი ნიკოლოზი ოზურგეთის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
5 იანვარს ოზურგეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედო ტაძარში შემოქმედელმა მიტროპოლიტმა იოსებმა (კიკვაძე) მღვდლად დაასხა ხელი ოზურგეთის საკათედრო ტაძრის დიაკონ ნიკოლოზ სვანიძეს, ხოლო დიაკვნად აკურთხა ბათუმის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტი, ირაკლი წულაძე. მღვდელი ნიკოლოზი მელექედურის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. დიაკონი ირაკლი ლანჩხუთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
10 თებერვალს შემოქმედელმა მიტროპოლიტ მა იოსებმა (კიკვაძე) აკურთხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფ. წითელმთის წმ. გიორგის სახ. ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად მღვდელი ნიკოლოზ სვანიძე დაინიშნა.
სვანიძე ნიკოლოზ მღვდელი შემოქმედია ეპარქია 2023წ. მდგომ.
სვანიძე ათანასე (გიორგი) - იღუმენი.
2008 წლის 17 აგვისტოს ბერად აღკვეცა, 2009 წლის 07 იანვარს მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. 2009 წლის 27 დეკემბერს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. 2010 წლის 19 დეკემბერს დაჯილდოვდა: გამშვენებული ჯვრით.
17 აგვისტოს გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) ბერად აღკვეცა გიორგი სვანიძე და სახელად ათანასე უწოდა.
18 აგვისტოს ამავე ტაძარში ეპისკოპოსმა ექვთიმემ ბერი ათანასე დიაკვნად აკურთხა. ბერ-დიაკონი ათანასე თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ლავრაში იმსახურებს.
7 იანვარს საგარეჯოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძემ) მღვდლად დაასხა ხელი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერ-დიაკონ ათანასეს (სვანიძეს).
27 დეკემბერს თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და თავდადებული მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფურცელაძე); მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, იღუმენი ვახტანგი (ლიპარტელიანი). მიტრით — მეტეხის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, დეკანოზი რაფიელ ხაჭაპურიძე. გამშვენებული ჯვრით — თბილისის სამგორის დასახლების წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი კუსრაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი სახვაძე. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — თბილიის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ათანასე (სვანიძე).
19 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა სასულიერო პირები: არქიმანდრიტის წოდებით - ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, იღუმენი ლაზარე (მახარაშვილი). მიტრით -- ვარკეთილის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ლეკვეიშვილი. გამშვენებული ჯვრით -- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: იღუმენი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი); იღუმენი ათანასე (სვანიძე); დეკანოზი გრიგოლ გოგიჩაძე; დეკანოზი ირაკლი ჭინჭარაული, დეკანოზი გივი გივიშვილი; დეკანოზი გიორგი სახვაძე; გამშვენებული ჯვრით გლდანის ლომისას წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მლვდელმსახური, დეკანოზი ირაკლი კუთხაშვილი. ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (კალანდაძე).
8 აპრილს თელეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში არქიმანდრიტმა სამუელმა (ზედგენიძე) ბერად აღკვეცა ამავე მონასტრის მორჩილები: შიო კიკნაძე -- სახელად ეწოდა ისევ შიოდა მახარე სვანიძე სახელად ეწოდა ნიკოლოზი.
25 ოქტომბერს თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსმა მიქაელმა (გაბრიჭიძე) მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკვან ნიკოლოზს (სვანიძე), ხოლო დიაკვნად აკურთხა ლუხუმ ივანიაშვილი და სახელად ლაზარე უწოდა.
სვანიძე მარიამი - მონაზონი.
2015 წლის 22 აგვისტოს, მონაზვნად აღკვეცა.
22 აგვისტოს უბისის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ღამისთევის მსახურებაზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) მონაზვნად აღკვეცა საქასრიის დედათა მონასტრის მორჩილი ფოტინე (სვანიძე) და სახელად მარიამი უწოდა, მორჩილის კაბით შემოსა არგვეთის მამათა მონასტრის საძმოს წევრი მერაბ კიკნაძე და დიაკვნად აკურთხა ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის სტიქაროსანი დავით ჩიხლაძე.
სვანიძე მაქსიმე მედავითნე 1879წ. მედავითნე ექადია (ოზურგეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1906, 1916წ. მღვდელი მელექედური (ოზურგეთი) წმიდა გიორგის ეკლესია 1894წ. დიაკონი, ოზურგეთი წმიდა მარინეს ეკლესია 1871წ. მედავითნე, შემოქმედი (ოზურგეთი) წმიდა გიორგის ეკლესია
სვანიძე პეტრე მედავითნე 1890წ. ზუგდიდი მაცხოვრის ეკლესია 1876წ. კორცხელი (ზუგდიდი) ღვთიმშობლის ეკლესია 1888წ. რიყე (ზუგდიდი) წმიდა გიორგის ეკლესია
სვანიძე იოანე - არქიმანდრიტი.
2006 წლის 19 ნოემბერს, იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა. 2010 წლის 15 აგვისტოს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით.
19 ნოემბერს _ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბეთანიის მონასტრის მღვდელმონაზონი იაკობი (ბანძელაძე), მამკოდის მონასტრის მოძღვარი, მღვდელმონაზონი სვიმონი (სოხაძე) და მღვდელმონაზონი იოანე (სვანიძე) იღუმენის ხარისხში აიყვანა და ოქროს ჯვრით დააჯილდოვა.
15 აგვისტოს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: იღუმენი იოანე (სვანიძე) გამშვენებული ჯვრით; იღუმენი ისე (გელაშვილი) — გამშვენებული ჯვრით; მღვდელი გიორგი უშიკიშვილი — დეკანოზის წოდებითა და ოქროს ჯვრით.
სვანიძე გიორგი - დეკანოზი.
2019 წლის 24 ნოემბერს, მღვდლად კურთხევა. იმსახურებს: ქუთაისის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახ. დედათა მონასტერში. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით დაჯილდოვდა 2024წ
24 ნოემბერს, ქ. ქუთაისის ბაგრატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ (გამრეკელი) ხელი დაასხა მღვდლად დიაკონ გიორგი სვანიძეს. მღვდელი გიორგი სვანიძე დაინიშნა მღვდელმსახურად ქ. ქუთაისის წმინდა ლაზარეს აღდგინების სახ. დედათა მონასტერში.