2010წ. მდგომარეობით იღუმენი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია
სილაგაძე იოანე იღუმენი, ფხელშეს წმ. გიორგის სახ. ეკლესია, ყანობის გაბრიელ მთავარანგელოზის სახ. ეკლესია. 2010წწსაპატრიარქოს უწყებანი N28 18-24ივლისი 2003წ გვ.4
ახალი ხელდასხმა
2003 წლის 16 ივლისს, გერგებობას, სიყვარულის დღესასწაულზე უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ იოანეს (სილაგაძე).
საპატრიარქოს უწყებანი N30 8-14სექტემბერი 2005წ გვ.8
დაჯილდოება
24-26 აგვისტოს უწმიდესი და უნეტარესი ილია II იმყოფებოდა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიაში. იღუმენის ხარისხში აიყვანა მღვდელმონაზვნები: გორისციხის ხეობის ტაძრების მოძღვარი და ფხელშეს წმიდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი იოანე (სილაგაძე), დაბა ყაზბეგის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ნიკოლოზი (ღლონტი), აჩხოტის წმიდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი მღვდელონაზონი იაკობი (იაკობიშვილი), გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, მღვდელმონაზონი იოსები (თავაძე). მარიამობის დღესასწაულზე ყოველი მათგანი დაჯილდოვდა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით.
საპატრიარქოს უწყებანი N27 17-30სექტემბერი 2009წ გვ.5
13 სექტემბერს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სტეფანწმიდისა და ხევის ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით — ფხელშას წმინდა გიორგისა და ყანობის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრების წინამძღვარი, იღუმენი იოანე (სილაგაძე) და სტეფანწმიდის წმინდა მიქაელ მთავარან- გელოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი ნიკოლოზი (ღლონტი); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — კობის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი პეტრე (კაკუბავა).