სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11864

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

სისვაძე ზოსიმე არქიმანდრიტი

2009 წლის 07 ივნისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდება მიანიჭა. არმაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი. 2011 წლის 25 თებერვალს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სისვაძე ზოსიმე ბერდიაკონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 24

საპატრიარქოს უწყებანი N19 11-17ივნისი 2009წ გვ.7

დაჯილდოება

7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა შემდეგ მღვდელმსახურებს: წმინდა საბა განწმენდელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ექვთიმეს (ციხისელს), წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ეგნატეს (ჩუხუას), წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ გიორგის (მიქაძეს), არმაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სისვაძეს), ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „მსწრაფლშემსმენელის“ ხატის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელ-მონაზონს ილიას (ბებიას).

საპატრიარქოს უწყებანი N9 3-9მარტი 2011წ გვ.8

დაჯილდოება

25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოილოცა მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერი და სამადლობელი პარაკლისი აღავლინა. ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა: კრწანისის წმინდა საბა განწმედელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ექვთიმეს (ციხისელი); წყნეთის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ ეგნატეს (ჩუხუა); მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტრის საძმოს წევრს, იღუმენ ზოსიმეს (სისვაძე).

სისვაძე - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

სისვაძე ზოსიმე - არქიმანდრიტი. 2009 წლის 07 ივნისს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდება მიანიჭა. არმაზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტერი. 2011 წლის 25 თებერვალს მიენიჭა არქიმანდრიტის წოდება.

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.