სულთანიშვილი ანტონ (ბერ-დიაკვანი).საპატრიარქოს უწყებანი. 2015. - 26 მარტი - 2 აპრილი. მარგვეთისა და უბისის ეპარქია
ხელდასხმა
23 ივნისს ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) დიაკვნად აკურთხა გრიგოლ სულთანიშვილი.
ხელდასხმა
21 მარტს უბისის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში ღამისთევის მსახურებაზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ბერად აღკვეცა დიაკვნები: გრიგოლ სულთანიშვილი -- სახელად ეწოდა ანტონი და ბასილ ბაბუაძე -–- სახელად ეწოდა ბესარიონი. ამავე დღეს ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ბერ-დიაკვან ანტონს მღვდლად დაასხა ხელი. მღვდელ-მონაზონი ანტონი უბისის წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში იმსახურებს. ბერ-დიაკვანი ბესარიონი ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დაინიშნა.
დაჯილდოება
16 აგვისტოს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები.
მარგვეთისა და უბისის ეპარქია:
ოქროს ჯვრით და იღუმენის წოდებით მღვდელ-მონაზონი პავლე (მაჩიტაძე), მღვდელ- მონაზონი გიორგი (ჯიმშელეიშვილი), მღვდელმონაზონი ანტონი (სულთანიშვილი).
ტაძრების კურთხევა
28 ივლისს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ფარცხნალის კახორის
მთაზე ახალაგებული წმ. კვირიკესა და წმ. ივლიტას სახელობის ეკლესია. ტაძრის წინამძღვრად იღუმენი ანტონი (სულთანიშვილი) დაინიშნა.
10 სექტემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. ვანის წმ. ნინოს
სახელობის ეკლესია. ტაძარი 2011 წელს აშენდა როლანდ ტაბატაძისა და თანასოფლელთა თანადგომით. 2015 წელს ტაძარი მოხატა ხატმწერმა გიორგი ვარქადავამ. ტაძრის წინამძღვრად იღუმენი ანტონი (სულთანიშვილი) დაინიშნა.
ტაძრის კურთხევა
15 ოქტომბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფ. მირონწმინდაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ახლდააღდგენილი ტაძარი. თავის დროზე ამ ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი დავითი (დევდარიანი) მოინათლა. ეკლესია ბატონ პაატა დევდარიანის ძალისხმევით აღდგა. ტაძრის წინამძღვრად დროებით იღუმენი ანტონი (სულთანიშვილი) დაინიშნა.
ტაძრის კურთხევა
25 ნოემბერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აკურთხა დაბა ხარაგაულის ღომიეთის წმ. ანტონ დიდის სახელობის ახალაგებული ეკლესია, რომელშიც არქიმანდრიტი ანტონი (სულთანიშვილი) იმსახურებს. ტაძრის ქტიტორია სპარტაკ შარიქაძე.

სულთანიშვილი ანტონ (გრიგორი) არქიმანდრიტი ლეღვანი (ხარაგაული) წმ. გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვარი 2025წ. მდგომარეობით
ერთი წლის წინ, პირველ ნოემბერს, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მაშინდელი ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის (კაპანაძე) ლოცვა-კურთევით ლაშის ვანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ტრაპეზი ეკურთხა.
ამ დღის აღსანიშნავად დღეს ლაშეში წირვა მამა ანტონმა (სულთანიშვილი) და მამა სერაფიონმა (კიკალიშვილი) აღავლინეს. წირვას დაესწრო მოძღვარი მამა ანდრია (მარუაშვილი).
01/11/2015