სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12189

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სუხიაშვილი მათე ისააკის ძე  დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

სუხიაშვილი მათე ისააკის ძე დეკანოზი

1830-1910წწ ბიოგრაფია;

სუხიაშვილი მათე ისააკის ძე დეკანოზი

სუხიაშვილი მათე ისააკის ძე 1835-1910წწ დეკანოზი ფოტო, ბიოგრაფია დაკრძ. ხაშურის სასაფლაოზე  სხვა ფოტო
1871-1902წ. ჭალა (კასპი) ნიკოლოზის ეკლესია 


 მათე სუხიაშვილი დაიბადა 1835 წელს მღვდლის ოჯახში


   1857 წელს თბილისის სასულიერო სემინარია მეორე ხარისხის დიპლომით დაამთავრა, იმავე წლის დეკემბერში დიაკვნად აკურთხეს და საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ილინსკი) მღვდლად დაასხა ხელი და ოსეთის სასულიერო კომისიაში, დაბა კადგარონის სამრევლოში განამწესა.

   1861 წელს ოსიაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადმოიყვანეს.

   1866 წლის მაისში გორის მაზრის მე-4 ოლქის მთავარხუცესის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა და ამავე წლის მიწირულს ოფიციალურად დაამტკიცეს ამ თანამდებობაზე.

   1868 წელს ზემო ჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში დაინიშნა.

   1869 წელს საგევრდულით დაჯილდო გათავისუფლდა.

   1877 წელს სკუფია უბოძეს.

   1881 წლის დეკემბერს წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი გამოუგზავნა.

   1882 წელს კამილავკა ეწყალობა, ხოლო ერთი წლის შემდეგ წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვრით დაჯილდოვდა.

   1885 წელს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მესამე განყოფილებაში წევრად აირჩიეს.

   1890 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

   1899 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა.

   1901 წელს მოხუცებულობის გამო შტატიდან გადადგა.

   1902 წლიდან გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი. მისი წერა-კითხვის საზოგადოებაში გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ: ნიკო ცხვედაძე, გრიგოლ ყიფშიძე და იაკობ გოგებაშვილი

   დეკანოზი მათე გარდაიცვალა 1910 წლის 1 ივნისს  და დაკრძალულია ხაშურის სასაფლაოზე. 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1890 - სამკერდე ოქროს ჯვარი

1883 - წითელი ჯვრის საზოგადოების სამახსოვრო ჯვარი

ბიბლიოგრაფია

გიორგი მაჩურიშვილი

სუხიაშვილი - გვარის 13 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

სუხიაშვილი კონსტანტინე მაქსიმეს ძე დეკანოზი
სუხიაშვილი კონსტანტინე მაქსიმეს ძე - დეკანოზი. დაბ. ხაშური 1867-1945წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
სუხიაშვილი იოანე გიორგის ძე მღვდელი
სუხიაშვილი იოანე გიორგის ძე - მღვდელი. 1862-1949წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
სუხიაშვილი გიორგი აბრამის ძე დიაკვანი
სუხიაშვილი გიორგი აბრამის ძე - დიაკვანი. დაბ. 1839 ბიოგრაფია; სრულად ნახვა
სუხიაშვილი მათე ისააკის ძე  დეკანოზი
სუხიაშვილი მათე ისააკის ძე - დეკანოზი. 1830-1910წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
სუხიაშვილი სერაფიმა - მონაზონი. 2012 წლის 21 სექტემბერს მონაზვნად აღკვეცა. სრულად ნახვა
სუხიაშვილი დავით დარისპანის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
სუხიაშვილი სპირიდონ ნიკოლოზის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
სუხიაშვილი აკაკი იოანეს ძე - მღვდელი. დაბ. 1893-1953წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
სუხიაშვილი არჩილი - მედავითნე. დაბ. 1896წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
სუხიაშვილი აბელ მღვდელი თელავი ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1902. 8 მაისი, N1802, გვ.3 
სუხიაშვილი ლ. (მღვდელი) შორაპნის საბლაღოჩინო სამღვდელოების კრება. 1912წ.
სუხიაშვილი მ. დ. (მღვდელი) სოფ. საწაბლი 1911წ.

სუხიაშვილი დავით ზაქარიას ძე დიაკვანი 1897წ. ოსიაური (ხაშური) წმიდა გიორგის ეკლესია 1879წ. მედავითნე, ქვენატკოცა (ქარელი) მაცხოვრის ეკლესია 1885წ. მედავითნე 1889წ. დიაკვანი ხცისი (ხაშური) ნათლიმცემლის, ნიკოლოზის, წმ. გიორგის ეკლესია 


სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.