სუჯასშვილი სფირიდონი (1810-იანი წლები) გერგეთის სამება
იოსებ მოხევე (სუჯაშვილი) ყოფილა პირველი ადამიანი, რომელმაც მყინვარწვერი დალაშქრა. იგი 1763 წელს გარდაცვლილა და დარჩენია შვილი მარკოზი... ,,ისიც მღვდელი იყო და მსახურობდა წმიდა სამების ტაძარში. მარკოზ სუჯაშვილი ერთ კვირას მარხულობდა, უმძრახობდა, რძეში ბანაობდა და ბეთლემში ასე გაწმენდილი ადიოდა’’ (,,ჩემი გიმნაზია’’, 2014 წ., ნომ. 2, თებ.). სავარაუდოდ ეს პიროვნება 1774 წლის აღწერაში მოხსენიებული, მღვდელი მარკოზი შეიძლება იყოს.
როგორც ამბობენ, სწორედ მარკოზ იოსების ძე სუჯაშვილი ყოფილა უკანასკნელი გერგეტელი საყდრისშვილი და მას მერე აქ ტ რ ა დ ი ც ი უ ლ ი ს ა ს უ ლ ი ე რ ო მოღვაწეობა აღარ გაგრძელებულა. მთავარი მიზეზი ამისა კი რუსეთთან საქართველოს შეერთება და ამ შეერთებით გამოწვეული შედეგები ყოფილა. 1810-იან წლებშიც კი გერგეტში მღვდელი სფირიდონ სუჯაშვილი იხსენიება (,,ივერია’’#117,ივნისი7,პარასკევი,1902 წ.) თუმცა, როგორც ჩანს ,,რუსობაჩი თარხნობა გაუცუდდათ’’(ილია) გერგეტის საყდრისშვილებსაც. გვ. 11