2025წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი) ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტრის წიმაძღვარი
დაბადების თარიღი - 1966 წლის 6 ივნისი
მორჩილი - 1988 წ.
ბერად აღკვეცა - 1994 წ.
ბერ-დიაკვნად ხელდასხმა - 1995 წ.
მღვდელ-მონაზვნად ხელდასხმა - 1996 წ.
იღუმენის ხარისხში აყვანა - 2001წ.
არქიმანდრიტის ხარისხში აყვანა - 2009 წ.
წყარო: ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია
ტარიადისი ანდრია (ვიტალი) გიორგის (მღვდელმონაზონი კონსტანტინე) ძე არქიმანდრიტი, დაბ. 1966წ. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია,
საპატრიარქოს უწყებანი N26 3-16სექტემბერი 2009წ გვ.12
დაჯილდოება
28 აგვისტოს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: მიტრით -- სანზონის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ ბულაშვილი. არქიმანდრიტის წოდებით -- ათენის უნივერსიტეტთან არსებული საღვთისმეტყველო სასწავლებლის სტუდენტი, იღუმენი აბიბოსი (ტარიადისი); ბორჯომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი ანდრია (ტარიადისი). ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- სიონის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურნი: მღვდელი ტიმოთე წიკლაური, მღვდელი თავმას ესიტაშვილი და მღვდელი იოანე ბარკალაია.