სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ტელიანიდი დიმიტრი (საბა)  სქემარქმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ტელიანიდი დიმიტრი (საბა) სქემარქმანდრიტი

1924-2019წწ დაკრძ. მახათას ლავრის ტერიტორიაზე;

2019წ. ღვთივგანისვენა სქემარქმანდრიტი წალკის ეპარქია

საპატრიარქოს უწყებანი N13 31მარტი-6აპრილი 2005წ გვ.6

დიდ სქემაში აღკვეცა

28 მარტს თბილისის ფერიცვალების მამათა მონასტერში იღუმენმა ბართლომემ (ფირცხალაშვილი) დიდ სქემაში აღკვეცა არქიმანდრიტი დიმიტრი (ტელიანიდი) და სახელად საბა უწოდა.

 სამძიმარი
 საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა სქეარქიმანდრიტი საბა (ერისკაცობაში ქრისტო ტელიანიდი), ეროვნებით ბერძენი. მამა საბა დაიბადა სოხუმის რაიონის სოფელ მთისუბანში, 1924 წლის 15 დეკემბერს. 1949-60 წლებში, მეუღლესთან ერთად, გადასახლებაში იმყოფებოდა ყაზახეთში, სადაც 1945 წელს შეეძინა ასული, ხოლო 1952 წელს გარდაეცვალა მეუღლე. 1977 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქრისტო ტელიანიდი ბერად აღკვეცეს და სახელად
დიმიტრი უწოდეს. 1978 წელს ბერ დიმიტრის მლვდლად დაასხეს
ხელი და მსახურებისთვის წალკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1980 წელს მღვდელ-მონაზონი დიმიტრი მსახურობდა თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში. 1981 წელს მამა დიმიტრი საპატრიარქოში სანთლის წარმოების საამქროს უძღვებოდა. იმავე 1981 წელს მას იღუმენის წოდება მიანიჭეს და წალკის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრად დაადგინეს.
2000 წელს, წალკის ტაძრის პარალელურად, არქიმანდრიტი დიმიტრი დაინიშნა შინაგანი ჯარების სამხედრო ნაწილის თბილისის წმინდა მიქაელ გობრონის სახელობის ტაძარში ღვთისმსახურების აღსასრულებლად. უკანასკნელი წლები, მძიმე ავადმყოფობის გამო,
მამა დიმიტრიმ თბილისში, ისნის რაიონის ტერიტორიაზე, კერძო სახლში გაატარა. ამ პერიოდში იგი აღკვეცეს დიდ სქემაში და სახელად საბა უწოდეს. სქეარქიმანდრიტი საბა 2019 წლის 1 მაისს, გამთენიისას, გარდაიცვალა. იგი დაასვენეს მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტრის ტაძარში. 4 მაისს მამა საბა მახათას ლავრის ტერიტორიაზე დაკრძალეს. შეგვეწიოს მისი ლოცვა და მკითხველს ვთხოვთ, მოიხსენიოს ლოცვებში ახლად შესვენებული მამა საბა.

ტელიანიდი - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ტელიანიდი დიმიტრი (საბა)  სქემარქმანდრიტი
ტელიანიდი დიმიტრი (საბა) - სქემარქმანდრიტი. 1924-2019წწ დაკრძ. მახათას ლავრის ტერიტორიაზე;

2019წ. ღვთივგანისვენა სქემარქმანდრიტი წალკის ეპარქია

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.