სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

უსუფაშვილი  ევსტათი  ბერ-დიაკვანი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

უსუფაშვილი ევსტათი ბერ-დიაკვანი

2006 წლის 27 სექტემბერს ბერად აღკვეცა, მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილი. 2007 წლის 28 დეკემბერს ბერდიაკვნად ხელდასხმა.

2008წ. მდგომარეობით ბერ-დიაკვანი მცხეთა-თბილისის ეპარქია

უსუფაშვილი ევსტათი ბერდიაკონი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 24

მამა ევსტატე (უსუფაშვილი): - წარმოშობით გურჯაანელი ვარ. ეკლესიური ცხოვრება 14 წლისამ დავიწყე. პირველად გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძარში მივედი (ამჟამად იქ მამათა მონასტერია). ქრისტიანობას თავიდან იქ ვეზიარე. ამ დროს ჩვენი ეპარქიის მღვდელმთავარი გახდლათ სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი მეუფე ანდრია (გვაზავა). მაშინდელი ჩემი სულიერი მოძღვრის, მამა გიორგი თევდორაშვილის ლოცვა-კურთხევით, მეუფემ მიკურთხა სტიქარი. იმ დროს მამა გიორგი ღვთისმშობლის ტაძარში წირავდა. მისი ლოცვა-კურთხევით გამიჩნდა სურვილი, მარხვაში მცირე ხნით მონასტერში წავსულიყავი. 2003 წელს პირველად მოვილოცე ქვათახევის მამათა მონასტერი. ამ დროს მეუფე ანდრია უკვე სამთავისისა და გორის ეპისკოპოსად გადაიყვანეს.

მონასტრული ცხოვრების სურვილი ჩემში თანდათან ძლიერდებოდა. როცა ეს ნაბიჯი დარწმუნებით გადავდგი, თაბორის ფერისცვალების მამათა მონასტრის იღუმენთან, არქიმანდრიტ ბართლომესთან მივედი. გავიარე მორჩილება. შევიმოსე მორჩილის კაბით და მამა ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, მსახურება მარტყოფის ყოველთა წმინდათა მონასტერში გავაგრძელე, რომლის წინამძღვარი თავად მამა ბართლომე გახლავთ. რამდენიმე თვის შემდეგ კი მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გადმომიყვანეს. მაშინ მონასტრის კეთილმოწესე მამა ლუკა იყო. მასთან მორჩილებაში ერთი წელი ვიყავი. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით ტაძრის კურთხევის დღეს ბერობის უფლება მოგვეცა მე და ახლა უკვე წალკის წმინდა კონსტანტინესა და ელენე დედოფლის სახელობის მამათა მონასტრის კეთილმოწესეს მღვდელმონაზონ ანგიას. მაშინ ის მორჩილი დემეტრე იყო.

წელიწადნახევრის შემდეგ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მეუფე ექვთიმემ დიაკვნად დამასხა ხელი გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, იქ, სადაც პირველად ვეზიარე ქრისტიანობას. ამ ყველაფერმა ჩემში საოცარი სიხარული შემოიტანა.

2007 წელს მამა ბართლომემ უკვე ბერად აღმკვეცა. მონასტერი ჩემთვის ყველაფერია. მონასტერი არის სულის განწმენდის ადგილი, სადაც ადამიანები ლოცვით, მარხვით უფალს თავს ავედრებენ.

მონასტერში ძირითადი საქმე ლოცვა და შრომაა. ამ სავანეში ხდება ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის. წმინდა მამები მონასტერს მიწიერ სამოთხესაც უწოდებენ.

მამა ბართლომეს ლოცვა-კურთხევით, ვცდილობთ, ერთმანეთი გავიტანოთ ძმობით, სიყვარულით, თანადგომით, ლოცვით და ღვთის ნება ასე აღვასრულოთ.


საპატრიარქოს უწყებანი N36 5-18 ოქტომბერი 2006წ გვ.13 

აღკვეცა
27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, ფერისცვალების მამათა მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ბართლომემ (ფირცხალაიშვილი) ბერად აღკვეცა წალკის კონსტანტინესა და ელენეს სახელობის მამათა მონასტრის მორჩილი დემეტრე ბრეგვაძე და მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილი გიორგი უსუფაშვილი. დემეტრეს ეწოდა ანგია, ხოლო გიორგის – ევსტაფი.

საპატრიარქოს უწყებანიN1  10-16იანვარი 2008წ გვ. 9

ხელდასხმა

28 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა) გურჯაანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში დიაკვნად დაასხა ხელი მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის ბერს ევსტათის (უსუფაშვილი), 29 დეკემბერს კი -– დიაკვნად დაასხა ხელი მარტყოფი ყოველთა წმინდანთა სახელობის მამათა მონასტრის ბერს პიროსს (გოცირიძე). 


უსუფაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

უსუფაშვილი  ევსტათი  ბერ-დიაკვანი
უსუფაშვილი ევსტათი - ბერ-დიაკვანი. 2006 წლის 27 სექტემბერს ბერად აღკვეცა, მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის მორჩილი. 2007 წლის 28 დეკემბერს ბერდიაკვნად ხელდასხმა.

2008წ. მდგომარეობით ბერ-დიაკვანი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.