თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
17 მარტს ბერმუხას წმ. იოსებ კათოლიკოსის სახ. ტაძარში მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ბერად აღკვეცა (მცირე სქემაში) ბერმუხას წმ. მერკვირის სახ. მამათა მონასტრის მორჩილები: ტიმოთე ფაჩუაშვილი სახელად უწოდა გაბრიელი (ხს. 30 მარტი), მოსე ჯანჯღავა -- სახელად უწოდა მალაქია (ხს. 3 იანვარი) და ავთანდილ ხარებავა -– სახელად უწოდა აქია (ხს. 12 ნოემბერი).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 27 მარტს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა მიქაელმა (გაბრიჭიძემ) აღკვეცა: ნინოწმინდის რაიონის „საღამოს“ თამარ მეფის სახელობის მონასტერში — სამონაზვნე ნეონილა (ყაველაშვილი) — ეწოდა მონაზონი ცეცილია; მორჩილი მელანია ხეცურიანი — ეწოდა მონაზონი მართა; ახალქალაქის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში აღკვეცეს მორჩილი ნინო ფაჩუაშვილი — ეწოდა მონაზონი ნინო, მორჩილი
ფაჩუაშვილი პარასკევა - იღუმენია.
2013 წლის 21 აპრილს, დაჯილდოვდა იღუმენიას წოდებით; მღვიმევის ღვთისმშობლის შობის მონასტერი
21 აპრილს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირნი: დეკანოზი ლაზარე დულუზაური -- გამშვენებული ჯვრით; მღვიმევის მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი პარასკევა (ფაჩუაშვილი) იღუმენიას წოდებით.