სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11856

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ფიჩხაია  ანტონი არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ფიჩხაია ანტონი არქიმანდრიტი

2007 წლის 9 მარტს ბერად აღკვეცა. 2012 წლის 17 ივნისს, დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით; მცხეთის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი 2019წ.

2019წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

ფიჩხაია ანტონი არქიმანდრიტი მცხეთის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი 2019წ.

 უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, 2006 წელს, შიოლაშვილების ისტორიულ სახლში მონასტერი დაფუძნდა, ხოლო პატრიარქის ძმისწულის, გიორგი შიოლაშვილის მიერ გათხრილ საძირკველზე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის კურთხევისას მისმა უწმინდესობამ მონასტერს აჩუქა ღვთისმშობლის ხატი და ვერცხლის ორი ჭიქა ლანგრითურთ მშობლების სახელზე. მონასტერს წინამძღვრობდა არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი), ამჟამად მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი ანტონი(ფიჩხაია), აქ ერთხანს კეთილმოწესე გახლდათ იღუმენი ლუკა (ფალავანდიშვილი).  ღვთის შეწევნით და მღვდელმონაზონ მამა სამუელის (ზედგინიძე) ძალისხმევით, მონასტერი კეთილმოეწყო და სამონასტრო ცხოვრება გრძელდება.


აღკვეცა
9 მარტს სვეტიცხოველში არქიმანდრიტმა ისააკმა (ღადუა) ბერად აღკვეცა მორჩილები: კონსტანტინე ფიჩხაია, რომელსაც ეწოდა - ანტონი, რომანოზ კარტოზია ილია და მამუკა სისაური - მელქისედეკი.

1 სექტემბერს პატარძეულის წმინდა შიო მღვიმელის სახელობის ეკლესიაში ნინოწმინდისა და საგარეჯოს ეპისკოპოსმა ლუკამ (ლომიძე) დიაკვნად აკურთხა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის ბერი ანტონი (ფიჩხაია).

საპატრიარქოს უწყებანი N24 21-27 ივნისი 2012წ გვ.8

დაჯილდოება

17 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი იღუმენი გიორგი (თელია) –– არქიმანდრიტის წოდებით; მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (ფიჩხაია) –– არქიმანდრიტის წოდებით; ძეგვის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მამათა მონასტრის მღვდელმსახური, იღუმენი იოანე (გაბრიელიანი) – არქიმანდრიტის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით; მლეთის წმინდა გიორგის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი მარიამი (კიკურიშვილი) -- ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით. 

ფიჩხაია - გვარის 4 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ფიჩხაია  თამარი (თეოდორა) იღუმენია
ფიჩხაია თამარი (თეოდორა) - იღუმენია. 2011 წლის 27 იანვარს დაჯილდოვდა:  ოქროს ჯვრით:  სურამის მაცხოვრის ამალლების სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი.

2014წ. მდგომარეობით იღუმენია რუისისა და ურბნისის ეპარქია

სრულად ნახვა
ფიჩხაია  ანტონი არქიმანდრიტი
ფიჩხაია ანტონი - არქიმანდრიტი. 2007 წლის 9 მარტს ბერად აღკვეცა. 2012 წლის 17 ივნისს, დაჯილდოვდა არქიმანდრიტის წოდებით; მცხეთის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი 2019წ.

2019წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ფიჩხაია პლატონი - მედავითნე.

1895წ. მედავითნე ნაფიჩხოვო (ჩხოროწყუ) წმ. გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ფიჩხაია მარტინე - მედავითნე.

1874წ. მედავითნე გოდოგანი (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.