სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11859

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ფრიდონაშვილი ისააკი (ზაზა) არქიმანდრიტი

2004წლის 10 ივლისს ნეკრესის მამათა მონასტერში მორჩილის ბერად აღკვეცა, 2008 წლის 13 იანვარს ბერდიაკვნად კურთხევა. 2008 წლის 03 თებერვალს მღვდელმონაზვნად კურთხევა. იმსახურებს თბილისის წმინდა აბო თბილელის სახელობის იმსახურებს. მამათა მონასტერში.

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

ფრიდონიშვილი ისააკი მღვდელმონაზონი, საპატრიარქოს უწყებანი. თბ., 2008. 7-13 თებერვალი, N4, გვ.3

საპატრიარქოს უწყებანი N26 23-29ივლისი 2004წ გვ.9 

ბერად აღკვეცა ნეკრესის მონასტერში

10 ივლისს, ნეკრესის მამათა მონასტერში მონასტრის წინამძღვარმა, იღუმენმა იაკობმა (მელაძე) ბერებად აღკვეცა ნეკრესის მონასტრის მორჩილები: ზაზა (ფრიდონაშვილი), რომელსაც სახელად ეწოდა ისააკი, სერგი (ტუღუში), რომელსაც ეწოდა ესაია და ელგუჯა (პიტალსკი) - ეწოდა სერგი. ბერების აღკვეცას ესწრებოდნენ ნეკრესისა და ჰერეთის მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ფოთისა და ხობის მთავარეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) და ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მთავარეპისკოპოსი თეოდორე (ჭუაძე), სამღვდელოება და მრევლი. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქიაში, რომელიც ყვარლის, ლაგოდეხის რაიონებსა და საინგილოს მოიცავს, 2 მამათა მონასტერია. ამჟამად ნეკრესის ეპარქიაში 13 ბერი მოღვაწეობს.


 წმინდა აბო თბილელის სახელობის ტაძრის კურთხევა

13 იანვარს, თბილისის მეტეხის ტაძრის ქვემოთ იკურთხა ახალი მონასტერი წმინდა დიდ- მოწამე აბო თბილელის სახელზე. ტაძარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, აკურთხა გურჯაანისა და ველისციხის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ლეჟავა). ამავე წირვაზე ეპისკოპოსმა დიაკვნად აკურთხა ბერი (ფრიდონიშვილი). ისააკი იოანე საბანისძეს უძველესი ჰაგიოგრაფიული თხზულების მიხედვით, აბო თბილელს თავი მოჰკვეთეს იმ ადგილზე, სადაც ძველთაგანვე მდებარეობდა, ხოლო ამჟამად კვლავ შენდება ორმეოც სებასტიელ მოწამეთა ტაძარი — მეტეხის გადაღმა. აბო თბილელის ცხედარი ხიდზე გადაატარეს (იმ ხიდზე, რომელზეც მოგვიანებით ხვარაზმელთაგან ასი ათასი მოწამის მოწყვეტის შემდეგ „მოწამეთა“ ხიდს უწოდებდნენ) და იქვე დაწვეს, ხოლო ნეშტი მტკვარში ჩააგდეს – იმ ადგილთან, სადაც ამჟამად ახლად ნაკურთხი ტაძარი მდებარეობს. ამ წმინდა ადგილთან ერეკლე მეორემ კრწანისის ომში დამარცხების შემდეგ, თბილისის დატოვებამდე, საქართველოს დედაქალაქი წმინდა აბოს შეავედრა, როგორც დედაქალაქის მფარველს. იავარქმნილი სამლოცველო ნიშა საფრონოვის თაოსნობით მე-19 საუკუნეში აღადგინეს და მასში აბო თბილელის ხატი დააბრძანეს. ეს ნიშა მეორედ საბჭოთა მმართველობის დროს ხელყვეს. ახალი ხიდის მშენებლობას მასთან ერთად „მოწამეთა“ ხიდიც შეეწირა. ამჟამინდელი ტაძრის შენება თოთხმეტი წელი მიმდინარეობდა კრწანისის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წინამძღვრის დეკანოზ ბესარიონ მენაბდისა და მრევლის ძალისხმევით. არქიტექტორი რევაზ ჯანაშია.  ქვით ნაშენი და ქვის ლორფინე- ბით გადახურული ტაძარი მრავალი კეთილისმყოფელის დახმარებით აშენდა (მათგან პირველნი იყვნენ დვალიშვილების საგვარეულოს წარმომადგენლები). კანკელის პროექტი მეუღლეებს ნიკოლოზ დადიანსა და ქეთევან აბაშიძეს ეკუთვნით. აბო თბილელის ტაძრის გვერდით განზრახულია ათთა ბევრთა თბილელთა სახელობის სამლოცველოს აღმართვა.


3 თებერვალს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერდიაკონ ისააკს (ფრიდონიშვილი). მღვდელ-მონაზონი ისააკი თბილისის წმინდა აბო თბილელის სახელობის იმსახურებს. მამათა მონასტერში

ფრიდონაშვილი - გვარის 4 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ფრიდონაშვილი ნიკოლოზი - მთავარდიაკონი.

1870წ. მთავარდიაკონი საშაბაურო (შაშაბურო, ბოდორნა დუშეთი) ღვთიმშობლის მიძინების/შობის ეკლესია

სრულად ნახვა
ფრიდონაშვილი პავლე - ბერდიაკონი.

2014წ. ბერდიაკონი გარეჯი (საგარეჯო) დავით გარეჯის მონასტერი

სრულად ნახვა
ფრიდონაშვილი იოანე - დიაჩოქი.

1830, 1840წ. დიაჩოქი ჩალაუბანი (გურჯაანი) ღვთიმშობლის შობის ეკლესია

სრულად ნახვა
ფრიდონაშვილი ისააკი (ზაზა) - არქიმანდრიტი. 2004წლის 10 ივლისს ნეკრესის მამათა მონასტერში მორჩილის ბერად აღკვეცა, 2008 წლის 13 იანვარს ბერდიაკვნად კურთხევა. 2008 წლის 03 თებერვალს მღვდელმონაზვნად კურთხევა. იმსახურებს თბილისის წმინდა აბო თბილელის სახელობის იმსახურებს. მამათა მონასტერში.

2014წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.