სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11858

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ქებულაძე პავლე (ლუკა) არქიმანდრიტი

2008 წლის 15 მარტს ბერად აღკვეცა. 2010 წლის 16 ივლისს ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2010 წლის 21 ნოემბერს მღვდელ მონაზონად ხელდასხმა. 2011 წლის 20 მარტს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრით  და იღუმენის წოდება მიენიჭა. 2019 წლის 16 ივნისს, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით და არქიმანდრიტის წოდებით;

2019წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი ბოდბის ეპარქია

ქებულაძე პავლე (დიაკვანი). საპატრიარქოს უწყებანი. -  2010. - 22 ივლისი - 4 აგვისტო. (მღვდელი). საპატრიარქოს უწყებანი. -  2010. - 2-8 დეკემბერი.  

საპატრიარქოს უწყებანი N10 20-26მარტი 2008წ გვ. 6

აღკვეცა

15 მარტს ხევისა და სტეფანწმინდის ეპისკოპოსმა იეგუდიელმა (ტაბატაძე) ბერად აღკვეცა აჩხოტის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის მორჩილები: ნიკოლოზ შომახია და უწოდა იოანე, ლუკა ქებულაძე — უწოდა პავლე და თევდორე ძნელაძე — უწოდა გიორგი.

საპატრიარქოს უწყებანი N25 22ივლისი -4 აგვისტო  2010წ გვ. 7

ხელდასხმა

16 ივლისს გერგეტის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ იოანეს (შომახია), ხოლო დიაკვნად აკურთხა ბერი პავლე (ქებულაძე). ამავე დღეს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიის სამღვდელოება: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით — სტეფანწმიდის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ეგნატე (ჭიჭინაძე); კარკუჩას წმინდა ნიკოლოზის სახელობის  ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (აბაიშვილი). ოქროს ჯვრითა და იღუმენიას წოდებით – სნოს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, მონაზონი ნინო (კუპრეიშვილი)

საპატრიარქოს უწყებანი N40 2-8დეკემბერი 2010წ გვ. 7

ხელდასხმა

21 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მღვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ პავლეს (ქებულაძე).

საპატრიარქოს უწყებანი N12 24-30მარტი 2011წ გვ.3

დაჯილდოება

20 მარტს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და იღუმენის წოდება მიანიჭა სვეტიცხოვლის თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახურს, მღვდელ-მონაზონ პავლეს (ქებულაძე). უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის ლოცვაკურთხევით იღუმენი პავლე თბილისის წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის (ხილიანის ქუჩა, ბავშვთა საავადმყოფო) წინამძღვრად დაინიშნა.

დაჯილდოება
16 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულზე, ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი:
ბოდბის ეპარქიის მღვდელმსახურებს, იღუმენ გრიგოლს (ქოჩიაშვილი) და იღუმენ პავლეს (ქებულაძე) მიანიჭა არქიმადრიტის წოდება და მიტრით დააჯილდოვა;

ქებულაძე - გვარის 2 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ქებულაძე ნიკოლოზ ტარიელის ძე - მღვდელი.

1885-1888წ. მღვდელი სამტრედია წმ. გიორგის ეკლესია

1888-1908წ. მღვდელი ჭაგანი (სამტრედია) წმ. ბარბარეს ეკლესია

სრულად ნახვა
ქებულაძე პავლე (ლუკა) - არქიმანდრიტი. 2008 წლის 15 მარტს ბერად აღკვეცა. 2010 წლის 16 ივლისს ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2010 წლის 21 ნოემბერს მღვდელ მონაზონად ხელდასხმა. 2011 წლის 20 მარტს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრით  და იღუმენის წოდება მიენიჭა. 2019 წლის 16 ივნისს, დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით და არქიმანდრიტის წოდებით;

2019წ. მდგომარეობით არქიმანდრიტი ბოდბის ეპარქია

სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.