ღვინიაშვილი ნიკოლოზი ბერი, მცხეთა თბილისის ეპარქია მოსახსენებელი 2008 წ. გვ. 26
საპატრიარქოს უწყებანი N2 24-30 იანვარი 2008წ გვ. 8თბილისის 13 იანვარს ზღვასთან არსებულ წმინდა ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) სახელობის ახლადდაარსებულ მონასტერში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრია-რქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, არქიმანდრიტმა საბამ (კუჭავა) ბერად აღკვეცა მონასტრის მორჩილი რევაზი (ღვინიაშვილი) და სახელად ნიკოლოზი უწოდა. იმავე დღეს საბერო მორჩილად იკურთხა ვლადიმერი (შიოშვილი).
საპატრიარქოს უწყებანი N17 12-19მაისი 2011წ გვ.12
26 აპრილს მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მამათა მონასტერში სადღესასწაულო წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტ- როპოლიტმა პეტრემ (ცაავა). მსახურების შემდეგ ტაძარი მოილოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. მან გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი და დალოცა მრევლი. ქადაგების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება:არქიმანდრიტის წოდებით -- წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი გიორგი (მიქაძე); ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით -–– აღდგომის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ნიკოლოზი (ღვინიაშვილი), წმინდა მარიამ მეგვიპტელის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ამბროსი (ხუციშვილი), წმინდა ათანასაე ათონელის სახელობის მონასტრის წინამძლვარი, მღვდელ-მონაზონი ათანასე (ბუაძე), კარსანის წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მლვდელ-მონაზონი თეოდოსი (ზარიძე) და სულთმოფენობის სახელობის მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი ანტონი (ნოზაძე); ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -- მახათის მთის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლწს ხატის სახელობის მონასტრის მღვდელმსახური, მღვდელი იაკობ მახნიაშვილი.