სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ყაველაშვილი ზოსიმე არქიმანდრიტი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ყაველაშვილი ზოსიმე არქიმანდრიტი

დაბ. 1967 წლის  6 მაისს , ზოდი (ჭიათურა). ბერად აღკვეცა 1999წლის 22 თებერვალს. 

არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი). დაიბადა 1967 წლის  6 მაისს , ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში. 1984 წელს დაამთავრა ამავე სოფლის საშუალო სკოლა.


1992 წელს ,  აწგანსვენებული დეკანოზ დავითის (კაციტაძე) , რეკომენდაციით ჩააბარა თბილისის სასულიერო სემინარიაში,რისი დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო აკადემიაში. 

1999 წლის 22 თებერვალს ბერად აღიკვეცა შავნაბადას წმ. გიორგის სახელობის მამათა მონასტერში. 

 ამავე წლის 14 მარტს , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ , მონაზონ ზოსიმეს დიაკვნად დაასხა ხელი,  სიონის საპატრიარქო ტაძარში. 

1999 წლის 13 ივნისს , იმ დროისათვის ჭიათურის მთავარეპისკოპოსმა აბრაამმა , წასრის წმ. გიორგის სახელობის ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი და დანიშნა საჩხერის წმ. ნინოს სახ. საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად. 

ამავე წლის 21 სექტემბერს , ღვთისმშობლობას , აყვანილ იქნა იღუმენის ხარისხში და დაინიშნა სავანის წმ. გიორგის სახ. ტაძრის წინამძღვრად. 

2007 წლის 6 მაისს , ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა იღუმენი ზოსიმე აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში. 

2024 წლის 20 ივნისს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა არქიმანდრიტი ზოსიმე დააჯილდოვა ორი ჯვრის ტარების უფლებით.

ამჟამად მსახურობს: სავანის წმ. გიორგის , ცხამის წმ. გიორგის , იტავაზის მთავარანგელოზთა და ითხვისის წმ. იაკობ მოციქულის სახელობის ტაძრებში.

ყაველაშვილი ზოსიმე არქიმანდრიტი,  სავანის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, ჭიათურის და საჩხერის  ეპარქია, 2016წ. 

2024 წლის 20 ივნისს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა (დათუაშვილი) ჭიათურის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის საკათედრო ტაძარში დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები:

არქიმანდრიტი ზოსიმე (ყაველაშვილი) დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი მიქაელ კირვალიძე დაჯილდოვდა მეორე გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;

დეკანოზი თადეოზ სარალიძე დაჯილდოვდა მიტრის ტარების უფლებით.


ყაველაშვილი - გვარის 14 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ყაველაშვილი ისაია მოსეს ძე  მღვდელი
ყაველაშვილი ისაია მოსეს ძე - მღვდელი. დაბ. 1885-1935წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ყაველაშვილი ფილიპე გიორგის ძე მღვდელი
ყაველაშვილი ფილიპე გიორგის ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. ზედუბანი (ჭიათურა) 1851წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ყაველაშვილი მოსე გიორგის ძე მღვდელი
ყაველაშვილი მოსე გიორგის ძე - მღვდელი. დაბ. 1847წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ყაველაშვილი ნინო სქემმონაზონი
ყაველაშვილი ნინო - სქემმონაზონი. ყაველაშვილი სერდიუკინინოწმინდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის დედათა მონასტრის წევრი სრულად ნახვა
ყაველაშვილი ზოსიმე არქიმანდრიტი
ყაველაშვილი ზოსიმე - არქიმანდრიტი. დაბ. 1967 წლის  6 მაისს , ზოდი (ჭიათურა). ბერად აღკვეცა 1999წლის 22 თებერვალს.  სრულად ნახვა
ყაველაშვილი დიმიტრი - მედავითნე. სრულად ნახვა
ყაველაშვილი ევგენი იასონის (მღვდლი) ძე - მღვდელი. დაბ. 1882წ. ბიოგრაფია;
ყაველაშვილი კონდრატე დიმიტრის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ყაველაშვილი მარიამი - მორჩილი. სრულად ნახვა
ყაველაშვილი ცეცილია - მონაზონი. 2008 წლის 27 მარტს მონაზვნად აღკვეცა სოფ. საღამო (ნინოწმიდა) წმ. თამარ მეფის ეკლესია, ახალქალაქის და კუმურდოს ეპარქია, 2013წ. მონაცემი სრულად ნახვა
ყაველაშვილი იაკობ თედორეს ძე - მღვდელი. დაბ. ზედუბანი (საჩხერე) 1830-1909წწ ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ყაველაშვილი თევდორე მამუკას ძე - მღვდელი. დაბ. ზედუბანი (ჭიათურა) 1787წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ყაველაშვილი გიორგი თევდორეს ძე - მღვდელი. დაბ. ზედუბანი (ჭიათურა) 1820წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ყაველაშვილი იასონ იაკობის ძე - მღვდელი. დაბ. ზედუბანი (ჭიათურა) 1857წ. ბიოგრაფია; სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.