სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12189

მთავარი იუბილარი/ ხსენება

შიშნიაშვილი გიორგი იოსების ძე მღვდელი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

შიშნიაშვილი გიორგი იოსების ძე მღვდელი

1869-1946წწ 

შიშნიაშვილი  გიორგი იოსების ძე მღვდელი 1900წ. კარდენახი (გურჯაანი) ღვთიმშობლის მიძნების ეკლესია, სიღნაღის მაზრა


შიშნიაშვილი გიორგი იოსების ძე, 1869-1946წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ ქედის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია (სიღნაღის მაზრა) ფოტო

1869 წელს სასულიერო პირის ოჯახში დაიბადა.

1887-93 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1894 წლის 10 ოქტომბერს ნინოწმინდის სამრევლო სკოლის მასწავლებლად განამწესეს.

1896 წლის 10 თებერვალს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა. 1898 წლის 1 თებერვალს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხეს ხელი და კარდენახის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1901 წლის იანვარში ამავე სოფლის საკვირაო და ქალთა სკოლების გამგედ დაინიშნა.

1901 წლის 6 მაისს საგვერდულით დაჯილდოედა.

1902 წლის 22 იანვარს ჯიმითის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და სიღნაღის მაზრის IV ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა.

1903 წლის 17 აპრილს ჯიმითის სამრევლოს სკოლის გამგედ და საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1905 წლის 5 თებერვალს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მწყემსმთავრული მადლობა გამოუცხადა. ამავე წლის 22 მაისს სიღნაღის განყოფილების საქართველოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტში აირჩიეს.

1903 წლის 17 აპრილს სკუფიით დაჯილდოედა.

1907 წლის 25 ივნისს ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის მღვდელმსახურად გადაიყვანეს და ბოდბის ორკლასიან სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად დაადგინეს. 1908 წლის 6 თებერვალს სიღნაღის მაზრის | ოლქის მთავარხუცესობის დროებით შემსრულებლად დაინიშნა და ამავე წლის 24 თებერვალს ეგზარქოსს ნიკონისაგან მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1909 წლის 6 მაისს კამილავკა უბოძეს. 1911 წლის 11 ოქტომბერს ბოდბის ობრაზცოვის ორკლასიან სამრევლო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად განამწესეს.

1912 წლის 20 სექტემბერს სიღნაღის განყოფილების საქართველოს ეპარქიალურ სასწავლო კომიტეტის თავჯდომარედ აირჩიეს. მონაწილეობდა 1917 წლის 11-17 სექტემბრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის | საეკლესიო კრებაზე.

1923-24 წლებში ხელისუფლების ზეწოლის

გვ220

შედეგად ანაფორა გაიხადა და ღვთისმსახურება შეწყვიტა. მღვდელი გიორგი 1946 წლის 5 მაისს გარდაიცვალა.


შიშნიაშვილი - გვარის 8 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

შიშნიაშვილი გიორგი იოსების ძე მღვდელი
შიშნიაშვილი გიორგი იოსების ძე - მღვდელი. 1869-1946წწ  სრულად ნახვა
შიშნიაშვილი ივანე (იოანე) - დიაკონი. სრულად ნახვა
შიშნიაშვილი იაკობ იოსების ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
შიშნიაშვილი მაკარ იაკობის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
შიშნიაშვილი დავითი - მღვდელი. სრულად ნახვა
შიშნიაშვილი იოსებ - მღვდელი. სრულად ნახვა
შიშნიაშვილი ლავრენტი - მედავითნე. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.