სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11859

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ჩიგოგიძე იოანე (ავთანდილ) დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჩიგოგიძე იოანე (ავთანდილ) დეკანოზი

სოფ. რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. წინამძღვარი. 2017წელს

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

ჩიგოგიძე იოანე (ავთანდილ) მღვდელი, სოფ. რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. წინამძღვარი. ბოლნისის  ეპარქია, 

დეკანოზი იოანე ( ავთანდილი ) ჩიგოგიძე

მღვდელთმსახურებაში მიენიჭა სახელი იოანე

ხარისხი - დეკანოზი

დაბადების ადგილი - თბილისი

დაბადების თარიღი - 12 აგვისტო 1974 წ

განათლება - უმაღლესი - 1991 -1996 წწ - თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი ”იბერია” - მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია.

1997 - 2001წწ - წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახ. ქუთაისის სასულიერო სემინარია.

2017 წ - სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თეოლოგიის განხრით

საერო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილება.

1994 -1997 წწ და 2001 - 2003 წწ - თბილისის 171- ე სკოლის პედაგოგი, საგანი - საღვთო შჯული.

2007 წლიდან დღემდე კითხულობს ლექციებს საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში მსოფლიოს რელიგიების ისტორიაში.

კათოლიკოს - პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II - ის ლოცვა კურთხევით, ავთანდილ ჩიგოგიძის თაოსნობით შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი ” ხარება ”. ფონდის მეშვეობით თბილისში ნუცუბიძის III მ/რ -ში აშენდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის " ხარების " ტაძარი.

სასულიერო პირად მოღვაწეობა.

2001 წლის 6 ნოემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II - ის ლოცვა კურთხევით, ბოლნის - დმანისის მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა ხელი დაასხა დიაკვნად ავთანდილს და იწოდა სახელად ათანასე.

2001 წლის 25 ნოემბერს მთავარეპისკოპოსმა თადეოზმა წმინდა იოანე მოწყალის დღეს აკურთხა მღვდლად და ეწოდა სახელი იოანე.

2001 წლის 26 ნოემბრიდან დაინიშნა ბოლნისის ეპარქიის სოფელ რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრად.

2009 წლის 3 ივნისიდან განთავისუფლდა ბოლნისის ეპარქიის სოფელ რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და დაევალა მცხეთა - თბილისის ეპარქიაში სოფელ დიღმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენა.

2009 წლის 10 ოქტომბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სოფელ დიღმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვრად, ხოლო 2010 წლის 11 სექტემბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაჯილდოებულ იქნა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით. 2011 წლის 20 თებერვალს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, ასევე 2013 წლის VII საერთაშორისო კინოფესტივალის წმიდა ანდრიას ჯვრის მედლით. 2014 წელს დაჯილდოვდა წმიდა ილია მართლის (ჭავჭავაძის) პრემიით.

იყო გვარების შეკრების საგვარეულო კავშირის და გვართა ისტორიების წარმოჩინების საქველმოქმედო კავშირის მოძღვარი.

2017 წლის 7 ივლისიდან მინიჭებული აქვს სოციოლოგიური მეცნიერებების დოქტორის აკადემიური ხარისხი სადისერტაციო ნაშრომში, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის თანამედროვე პრობლემები ( აფხაზეთის საკითხი ) და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II.

საზოგადოებრივი მოღვაწეობა.

არის მრავალი მართლმადიდებლურ თემატიკაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმის ავტორი და მართლმადიდებლური ფილმების III და VII საერთაშორისო ფესტივალის "წმიდა ანდრიას ჯვარი"-ს ლაურიატი, ხოლო ამავე XIII საერთაშორისო ფესტივალზე დაჯილდოვდა მთავარი პრიზით "წმიდა ანდრიას ჯვარი". მიღებული აქვს სიგელი ტიტულით "მომლოცველი იერუსალიმის წმიდა მიწის ახალი ათასწლეულისა. 2018 წელს არჩეულ იქნა საბერძნეთის დედაქალაქ ათენში არსებული "ქართული სახლის" საპატიო წევრად.

ენების ცოდნა - ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ოჯახური მდგომარეობა - ყავს დედა ციური კაჭარავა, მეუღლე ხათუნა ანთია ჩიგოგიძე და შვილი გიორგი ჩიგოგიძე.

ჩიგოგიძე იოანე (ავთანდილ) მღვდელი, სოფ. რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. წინამძღვარი. ბოლნისის  ეპარქია,  2017 წლის მდგომარეობით

ჩიგოგიძე - გვარის 15 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ჩიგოგიძე მაქსიმე მღვდელი
ჩიგოგიძე მაქსიმე - მღვდელი. დაბ. სოფ. ახალშენი (ჩოხატაური) მოკლეს 1906 წელს შიომღვიმეში. ბიოგრაფია

1906წ. მოკლეს მღვდელი შიომღვიმე (მცხეთა) მამათა მონასტერი დაკრძ. იქვე

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე პროკოფი ნიკოლოზის ძე მღვდელი
ჩიგოგიძე პროკოფი ნიკოლოზის ძე - მღვდელი. დაბ. სოფ. ახალშენი (ჩოხატაური). 1889-1937წწ მოღვ. ბათუმი. რეპრესირებულია. ბიოგრაფია

1905-1937წ. მღვდელი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე იოანე (ავთანდილ) დეკანოზი
ჩიგოგიძე იოანე (ავთანდილ) - დეკანოზი. სოფ. რაჭისუბნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი. წინამძღვარი. 2017წელს

2014წ. მდგომარეობით დეკანოზი მცხეთა-თბილისის ეპარქია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე ანტონ პეტრეს ძე - მღვდელი.

1842 -1877წ. პერიოდი მღვდელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია

1850წ. მღვდელი სურები შუა (ლომისკარელი, ჩოხატაური) წმიდა გიორგის ეკლესია

1860წ. მღვდელი ციხე (ჩოხატაური) ნათლისმცემლის ეკლესია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე ერმალოზ იობის ძე - მღვდელი.

1871-1909წ. მღვდელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია

1890წ. მღვდელი ზენობანი (ჩოხატაური) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე იობი ოტიას ძე - მღვდელი.

1842 -1877წ. მღვდელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია

1848წ. მღვდელი ახალშენი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია

1850წ. მღვდელი ზენობანი (ჩოხატაური) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე მიხეილ გიორგის ძე - მღვდელი.

1855, 1860, 1865წ. მღვდელი ახალშენი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე იოსები მიხეილის ძე - მედავითნე.

1878-1917წ. მედავითნე ახალშენი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე ფილიპე იოსების ძე - მედავითნე.

1904წ. მედავითნე ახალშენი (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია

1907-1915წ. მედავითნე ხიდისთავი (ოცხანა, ჩოხატაური) წმიდა გიორგის ეკლესია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე იობი ერმალოზის ძე - მღვდელი.

1909-1916წ. მღვდელი ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე ხალამპრე იობის ძე - მედავითნე.

1869- 1916წ. მედავითნე ინტაბუეთი (ჩოხატაური) ღვთისმშობლის ეკლესია

სრულად ნახვა
ჩიგოგიძე დავითი მღვდელ მონაზონი (შემდგომ იღუმენი) ძველი ანდერძის წიგნი 1793წ.  ქართველ სულთა მატიანე 2022წ. გვ. 28
ჩიგოგიძე ისააკ მიხეილის ძე მედავითნე სოფელი ხიდისთავი (ახალშენი) (ჩოხატაური) მაცხოვრის ეკლესია 1881-1911წწ
ჩიგოგიძე სერაპიონი მღვდელმონაზონი 
ჩიგოგიძე სილიბისტრო მწირი ბერი დაკრძ. შიო მღვიმის მონასტერი
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 0

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.