სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11931

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

წულაია გაბრიელი (ანატოლი) მღვდელმონაზონი



წულაია გაბრიელი მღვდელმონაზონი, სენაკის და ჩხოროწყუს  ეპარქია, მოსახსენებელი 2008წ. გვ.52

1954 წელს ბეთანიის მონასტერში მივიდა ვასილ ფირცხალავა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ბასილის სახელით ბერად აღკვეცეს და კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკის (ფხალაძე) მიერ მღვდლად დაასხეს ხელი. მამა ბასილი 1960 წელს, ადრეულ ასაკში აღესრულა. 1957 წელს გარდაიცვალა არქიმანდრიტი იოანე, ხოლო 1962 წელს კი მონასტრის უკანასკნელი წევრი არქიმანდრიტი გიორგი, რომელიც გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დიდ სქემაში აღიკვეცა იოანეს სახელით. მათი წმინდა სხეულები ბეთანიის მონასტრის ეზოში განისვენებს. 2003 წლის 18 აგვისტოს წმინდა სინოდის განჩინებით ისინი წმიდათა დასში შეირაცხნენ, აღმსარებელი მამების სახელით. ხსენების დღე დ დაწესდა 21 სექტემბერი. 1962 წლიდან ბეთანიის მონასტერი დროებით დაიხურა. მას მხოლოდ ერთი დარაჯი, იქვე მცხოვრები, აწ გარდაცვლილი ვანო წიკლაური უვლიდა. 1978 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მართლაც რომ სასწაულებრივად შეძლო იქ ორი ბერის გაგზავნა. იგი პირველი მამათა მონასტერი იყო, რომელიც ხანგრძლივი სულიერი ზამთრის შემდეგ გაიხსნა. მონასტერში მალე ჩამოყალიბდა პატარა საძმო, რომელმაც ნელ-ნელა შეძლო იქაურობის აღდგენა-გალამაზება და წირვა-ლოცვის განახლება. 1982 წლის აღწერით მონასტრის საძმო შემდეგ წევრებს ითვლიდა: იღუმენი იოანე (შეყლაშვილი), მღვდელ-მონაზონი გიორგი (ბედოშვილი), ბერ-დიაკონი ევსევი (სოხაძე), მორჩილი ანატოლი წულაია (ამჟამად მღვდელ-მონაზონი გაბრიელი, მოღგაწეობს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში). მამა იოანე 1987 წლამდე წინამძღვრობდა ბეთანიის მონასტერს, მის შემდეგ მონასტერს წინამძღვრობდნენ: არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე, მღვდელ-მონაზონი ანგია (ჩოხელი), არქიმანდრიტი საბა (კუჭავა). 2007 წლის 4 დეკემბრიდან მონასტრის წინამძღვარია არქიმანდრიტი იაკობი (ბანძელაძე). მონასტრის საძმოს წევრები არიან იღუმენი ნაომი (ვაჭრიძე), მღვდელ-მონაზონი ლაზარე (ლიპარტელიანი), ბერი ლაზარე (გოგუაძე), ბერი ნიკოლოზი (მალაზონია), მორჩილი გიორგი მეტრეველი. 

წულაია - გვარის 11 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

წულაია სპირიდონი - ბერი. 2008 წლის 28 დეკემბერს ბერად აღკვეცა. სრულად ნახვა
წულაია იოანე (ივანე) - დიაკვანი. სრულად ნახვა
წულაია გაბრიელი (ანატოლი) - მღვდელმონაზონი. სრულად ნახვა
წულაია ანტონი - მორჩილი. სრულად ნახვა
წულაია ვასილი - მედავითნე. სრულად ნახვა
წულაია ივანე (იოანე) - მედავითნე. სრულად ნახვა
წულაია ნაომი - მღვდელი. სრულად ნახვა
წულაია დანიელი - იღუმენი. 2010 წლის 21 მარტს დაჯილდოვდა: ოქროს ჯვრითა და იღუმენის წოდებით. თბილისის ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური. სრულად ნახვა
წულაია გრიგოლი - მღვდელმონაზონი. 2011 წლის 02 ივლისს ბერდიაკვნად კურთხევა. 2013 წლის 06 აპრილს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. სრულად ნახვა
წულაია სერაფიმე - მღვდელმონაზონი. 2012 წლის 05 იანვარს ბერდიაკვნად ხელდასხმა. 2013 წლის 07 მარტს, მღვდელმონაზვნად ხელდასხმა. სრულად ნახვა
წულაია გიორგი - არქიმანდრიტი. დაბ. სოფ. ათარა, ოჩამჩირე, აფხაზეთი 1881-25.03.1938წწ  სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 3



წულაია ლევან სტიქაროსანი ზუგდიდის ღმრთისმშობლის შობის ტაძარი 2023წ
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.