სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11931

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჭელიძე გიორგი ქაიხოსროს ძე მღვდელი



ჭელიძე გიორგი ქაიხოსროს ძე, 1845-1913წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა)

სოფელ კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა) - წინამძღვარი მღვდელი გიორგი ქაიხოსროს ძე ჭელიძე

1845 წლის 26 იანვარს დაიბადა.

1866-72 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1872 წლის 29 ივნისს გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 2 ივლისს მღვდლად დაასხა ხელი და რუისპირის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ახლად გახსნილი ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა, რომელიც 31 ივლისს იკურთხა.

1876 წლის 29 ნოემბერს ეკლესიის კეთილმოწყობისათვის და სინდისიერი სამსახურისათვის მღვდელმთავრული მადლობა გამოეცხადა.

1879 წლის 5 აგვისტოს საგვერდულით დაჯილდოვდა.

1880 წლის 29 სექტემბერს კონდოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყავნეს.

1884 წლის 5 სექტემბერს ამავე სოფლის სამრევლო-საეკლესიო სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

1884 წლის 11 დეკემბერს კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინეს.

1887 წლის 28 თებერვალს სკოლაში ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მადლობა გამოეცხადა.

1887 წლის 15 აპრილს სკუფია უბოძეს.

1893 წლის 15 მაისს კამილავკით დაჯილდოვდა.

1897 წლის 31 მაისს თელავის ქარხნის სანთლის საწყობის სარევიზიო კომისიის წევრად დაინიშნა.

1901 წლის ოქტომბერში კვლავ გამოეცხადა მღვდელმთავრული მადლობა.

1902 წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა.

მღვდელი გიორგი 1913 წლის 24 მაისს გარდაიცვალა და მის ოჯახს წმინდა სინოდმა 300 მანეთი პენსია დაენიშნა. ჰყავდა მეუღლე ეფემია პავლეს ასული დაბადებული 1855 წელს და შვილები: კონსტანტინე - დაბადებული 1873 წელს, ზაქარია - დაბადებული 1886 წელს და ნინო - დაბადებული 1891 წელს.

გვ187

1845-1913წწ. წინამძღვარი მღვდელი, სოფელ კონდოლის წმინდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესია (თელავის მაზრა)

ჭელიძე - გვარის 13 ღვთისმსახური

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადობის გაზრდის მიზნით. 

დამუშავებულია მილიონობით (საარქივო და სხვადასხვა გამომცემლების) დოკუმენტი,                                  

   facebook

     messenger

     email


თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.

ჭელიძე გიორგი მიხეილის ძე მღვდელი
ჭელიძე გიორგი მიხეილის ძე - მღვდელი.

დაბ. სოფ. ბახვი ოზურგეთი  1885-1924წწ მღვდელი, დახვრიტეს. მსახურობდა უკანაფშავი ბიოგრაფია

სრულად ნახვა
ჭელიძე სვიმეონი სპირიდონის ძე ქუთათელ-გაენათელი  მიტროპოლიტი
ჭელიძე სვიმეონი სპირიდონის ძე - ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი. სრულად ნახვა
ჭელიძე ანასტასია - მონაზონი. 2015 წლის 05 აპრილს, მონაზვნად აღკვეცა. სრულად ნახვა
ჭელიძე გიორგი ქაიხოსროს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჭელიძე ეკატერინე - მონაზონი. სრულად ნახვა
ჭელიძე ნიკოლოზ თევდორეს ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჭელიძე ერმოლაოზი - დეკანოზი. სრულად ნახვა
ჭელიძე თედორე გიორგის ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჭელიძე სიმონი - მღვდელი. სრულად ნახვა
ჭელიძე სპირიდონ იოსების ძე - მღვდელი. სრულად ნახვა
ჭელიძე გიორგი - დეკანოზი. 2014 წლის 07 იანვარს, დიაკვნად ხელდასხმა. 2016 წლის 17 აპრილს, დაჯილდოვდა ოქროს ჯვრით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში; 2017 წლის 02 აპრილს, დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრით; სრულად ნახვა
ჭელიძე სიმონ სპირიდონის ძე - მღვდელი. გარდ. († 13.11.1935) სრულად ნახვა
ჭელიძე მოსე (ავთანდილ) - დეკანოზი (კაპელანი). თბილისი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი 2023წ. სრულად ნახვა
ეკლესიის მსახურნი და შემწირველნი
სულ 3

ჭელიძე იასონ ანთიმოზ იასონის ძე - ტაძრის აღმშენებელი.

1912წ. ჩორჯო (ამბროლაური) წმ. სამების ეკლესია

სრულად ნახვა
ჭელიძე ბესარიონ - ტაძრის აღმშენებელი. ნაქულბაქევი (თბილისი, ავჭალა) სპირიდონ ტრიუფუნტელის ტაძარი

2013წ. ნაქულბაქევი (თბილისი, ავჭალა) წმ. გიორგის დედათა მონასტერი

სრულად ნახვა
ჭელიძე ქეთევან რუხის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი 2016წ
კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.