სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11815

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ჭვრიტიძე დავითი დეკანოზი
ბმულის კოპირება

ბეჭდვა

ჭვრიტიძე დავითი დეკანოზი

2010 წლის 20 ივნისს დაჯილდოვდა გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით.

1995წ. დეკანოზი ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი

2003წ. დეკანოზი შენაქო (თუშეთი) ყოვლადწმიდა სამების ეკლესია

2025წ. მდგომარეობით დეკანოზი ალავერდის ეპარქია

ჭვრიტიძე დავით დეკანოზი  2003წ. შენაქო (თუშეთი) ყოვლადწმიდა სამების ეკლესია,  1995წ. ალავერდი (ახმეტა) წმიდა გიორგი ტაძარი

დეკანოზი დავით ჭვრიტიძე 1960 წელს 15 მარტს თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში დაიბადა.

1967 წელს შევიდა ლალისყურის დაწყებითსკოლაში.

1970 წელს სწავლა განაგრძო სოფელ ფშავლის საშუალო სკოლაში, რომელიც 1977 წელს დაასრულა.

მუშაობდა სოფელ ლალისყურში მელიორატორად.

1979 წელს ჩაირიცხა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში აგრონომიული ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. 1981-1985 წლებში თელავის მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამმართველოში და თელავის 127-ე პროფესიულტექნიკურ სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.

1985-88 წლებში თელავის აგროსამრეწველო გაერთიანებაში აგრონომია.

1988-89 წლებში იყო სოფელ ლალისყურის პროფკავშირების თავჯდომარე.

1989-92 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1995 წელის 14 იანვარს თელავის ღვთაების სახელობის საკათედრო ტაძარში აბბა ალავერდელმა ეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) დიაკვნად აკურთხა.

1995 წლის 15 თებერვალს მღვდლად დაასხა ხელი და ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. არის თუშეთის მხარის მთავარხუცესი.

2000 წლის 27 სექტემბერს აბბა ალავერდელმა მთავარეპისკოპოსმა დავითმა (მახარაძე) ოქროს ჯვრით დააჯილდოვდა და დეკანოზის წოდება მიანიჭა.

საპატრიარქოს უწყებანი N27 18-31აგვისტო 2010წ გვ. 8

20 ივლისს, ომალოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით: ალავერდის ტაძრის დეკანოზები ადამ ბეწუნაიძე და დავით ჭვრიტიძე, ახმეტის ჯვარპატიოსნის დეკანოზი ისააკ ფეიქრიშვილი. კათოლიკოს-პატრიარქმა დააჯილდოვა ასევე ალავერდის ეპარქიის რამდენიმე მოძღვარი: იყალთოს ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ზაქარია ჩიხრაძე - დეკანოზის წოდებითა და გამშვენებული ჯვრით, თელავის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რაჟდენ თანდილაშვილი - ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. კურდღელაურის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი რომანოზ ექვთიმიშვილი — ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით. ქისტაურის წმინდა ნინოს ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი გიორგი პაპუნაშვილი - ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.