ბმულის კოპირება
ბეჭდვა
ხუნდაძე ლუკა დეკანოზი
2007 წლის 11 აგვისტოს დიაკვნად კურთხევა, 2007 წლის 10 ნოემბერს მღვდლად ხელდასხმა. 2014 წლის 25 ოქტომბერს დაჯილდოვდა ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით;
2014წ.
მდგომარეობით
დეკანოზი
რუისისა და ურბნისის ეპარქია
ხუნდაძე ლუკა დეკანოზი რუის-ურბნისის ეპარქია 2020წ.ხელდასხმა
11 აგვისტოს ყინწვისის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ლუკა ხუნდაძე. დიაკვანი ლუკა ურბნისის წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძარში იმსახურებს.
10 ნოემბერს ურბნისის წმინდა სტეფანე პირველდიაკონის სახელობის საკათედრო ტაძარში ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ ლუკა ხუნდაძეს.
დაჯილდოება
25 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, მროველ–ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება: არქიმანდრიტის წოდებით -– აბისის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, იღუმენი რაჟდენი (აბუაშვილი); მიტრით –- რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ბერელაშვილი; ბებნისის წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დიმიტრი ბიხანაშვილი; ურბნისის წმ. სტეფანე პირველმოწამის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ტურძელაძე. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -–– ცერონისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ კიკნაძე; რუისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი ლუკა ხუნდაძე; ახალსოფლის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი არსენ ბენიძე.