
მალაღურაძე იოანე (მღვდელი) ხელდასხმა საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2011. 6-12 ოქტომბერი, N29(601), გვ.12 გარდ. 2015წ.
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.12
აღკვეცები და ხელდასხმები
28 აგვისტოს ზესტაფონის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში არგვეთისა და უბისის მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) მღვდლად დაასხა ხელი ამავე ტაძრის დიაკონ იოანე მალაღურაძეს. მღვდელი იოანე ზესტაფონის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს.
საპატრიარქოს უწყებანი N37 1-6დეკემბერი 2011წ გვ.5
ტაძრის კურთხევა
19 ნოემბერს მარგველმა მიტროპოლიტმა ვახტანგმა (ახვლედიანი) აკურთხა ზედა საქარის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესია. ზედა საქარის ეკლესია XVII-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. მის განახლებაზე იზრუნეს სოსო და ლევან ფხაკაძეებმა, რომელთა მატერიალური დახმარებითაც აღდგა ტაძარი. მარგველი მიტროპოლიცტ ვახტანგის ლოცვაკურთხევით ტაძრის წინამძღვრად მღვდელი იოანე მალაღურაძე დაინიშნა.
სამძიმარი
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ 2014 წლის 30 დეკემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა მარგვეთისა და უბისის ეპარქიის, ზესტაფონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მალაღურაძე