
თანდაშვილი თადეოზ (მღვდელი) ხელდასხმა საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2011. 6-12 ოქტომბერი, N29(601), გვ.13
საპატრიარქოს უწყებანი N29 6-12ოქტომბერი 2011წ გვ.13
ხელდასხმა
27 სექტემბერს ვაშლიჯვარის ჯვართამაღლების სახელობის ეკლესიაში გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) მლვდლად დაასხა ხელი ბერ-დიაკონ თადეოზს (თანდაშვილი), ხოლო დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ლევან ალადაშვილი. მღვდელ-მონაზონი თადეოზი სოფელ გლდანის წმინდა გრიგოლი ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში იმსახურებს, ხოლო დიაკონი ლევანი ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დაინიშნა.
დაჯილდოება
28 ივნისს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი სასულიერო პირები: იღუმენი მატათა (ტყემალაძე) -– არქიმანდრიტის წოდებით; იღუმენი აბო (ჩაჩუა) აღყვანილია არქიმანდრიტის ხარისხში; მღვდელ-მონაზონი თადეოზი (თანდაშვილი) იღუმენის წოდებით.