ზამთარაშვილი იაკობ (მღვდელი), სარწმუნეობრივი მდგომარეობა თუშეთში XIX ს-ის დასაწყისში. საპატრიარქოს უწყებანი. თბილისი, 2014. 6-12 მარტი, N9 (709), გვ.18-20
1814 წელს აღშენებული, წმიდის გიორგის სახელზედ, იქაური მღვდლის გიორგი ხევსურიძისაგან (აქ იოანე აფხაზს გვარი შეცდომით უწერია, მისი გვარი იყო ხვედაგურიძე -– გ. მ), რომელიც თვით არის თემის გვარისა და ვგონებ ნაკურთხი იყოს ის ალავერდელ ყოფილის მიტროპოლიტის, იოანეს კურთხევით; 8) წოვა თუშთ ჰყავსთ ორი მღვდელი -–– ქრისტესია ბანტურიშვილი (ბახტურიძე -– გ. მ.) და იაკობ წიბალაშვილი (ზამთარაული გ. მ.); პირველი იმათგანი არის თუშის გვარისა და უკანასკნელი -- თელავის უეზდის სოფელ იყალთოსი, რომელთანაც იმერლის გვარის დიაკვანი ლაზარე (ეს დიაკვანი შემდგომში შუამთის მონასტერში მივიდა და ლავრენტის სახელით ბერად აღიკვეცა, აკურთხეს მღვდლად, გვარად იყო შიოშვილი. გარდაიცვალა 1849წ. -– გ. მ.)
წოვა თუშების მეორე მღვდელი იაკობ ზამთარაული შობიდგან არს 33 წლის (დაბ. 1786წ.), არს დაბადებული ზემოხსენებულ სოფელ იყალთოში. ვიდრემდის მიიწეოდა იგი სასულიე-როს წოდებაში, ეკუთვნოდა ყმად მუნებურსა უეზდის თავადს მაყაევს (მაყაშვილი გ.მ.). დიაკონად არს ნაკურთხი წოვა თუშთ თხოვნით და მიტროპოლიტ ვარლაამის ნებართვით ყოფილს თელავის არხიეპისკოპოსის დოსითეოზისაგან (ფიცხელაური -– გ.მ.), 1814 წელს. მლვდლად არის ნაკურთხი მისგანვე, მასვე წელსა. კურთხევის ღრამოტა აქვს. ბ) სამწყსოდ მისა არიან ორასორმოცდარვა კომლი წოვა თუშის თემი, რომელსაცა შინა იგი ერთად მღვდელსა ქრისტესია ბახტურიძესთანა მღუდელობს და მათგან მიღებულს გამოსაზრდელს თანახმად, ზემო ხსენებულის მღუდელის ბახტურიძის ჩუენებისა შუა უყოფს მას და თვით საკუთარ არა რაი აქვს. გ) იგი არს წოვა თუშთ ენის ცოდნისათვის მათის სასულიერო მთავრობისადმი თხოვნით განწესებული მათთან პრიხოდის მღვდლად და იმ ჟამითგან ოდესცა მიუღია მას მლვდლობა, იმყოფების იგი მათთანა თანამდებობასა შინა. დ) (კოლი ჰყავს და შვილი ერთიე) ქართული წიგნი და წერა იცის“. იობ, ერთი წლისა. აქ მთავრდება ეს მიწერ-მოწერა. დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ზემოთ ნახსენები დავით ცისკარიშვილი 1820 წელს ნაკურთხი იქნა მღვდლად და გამწესდა მოთხოვნილ ადგილზე.