გოგილაშვილი ბასილ (გიორგი) მღვდელი. თბილისი ვაკის წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ეკლესია (ყოფილი 9-ე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია) საპატრიარქოს უწყებანი. -  2010. - 15-21 აპრილი. გარდ. 2016წ. 
შემინდეთ, ჩემო პატრიარქო! მორიდების გამო, ვერ გითხარით რომ მამა ბასილი ჩემი შვილი იყო ჟურნალი კარიბჭე,  25.12.2017

გოგილაშვილი ბასილ (გიორგი) მღვდელი. 1976-2016წწ თბილისი ვაკის წმინდა ანდრეა პირველწოდებულის სახელობის ეკლესია (ყოფილი 9-ე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია) 
საპატრიარქოს უწყებანი N6 18-24 თებერვალი 2010წ  გვ. 6
ხელდასხმა
31 იანვარს დედოფლისწყაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო აკადემიის III კურსის სტუდენტი გიორგი გოგილაშვილი და სახელად ბასილი უწოდა.
დაჯილდოება
13 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა სასულიერო პირები: 
ოქროს ჯვრით და დეკანოზის წოდებით -–- თბილისის (საირმე) წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი ბასილ გოგილაშვილი.
სამძიმარი
საპატრიარქოს პრესცენტრი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თბილისის (საირმის ქუჩაზე მდებარე) წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბასილ გოგილაშვილი და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს. დეკანოზი ბასილი წარსულში მოღვაწეობდა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში -– საინგილოში და იყო კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძლვარი. ქართული, ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოღვაწეობის გამო, მამა ბასილ გოგილაშვილი აზერბაიჯანულმა ხელისუფლებამ დეპორტით გამოაძევა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, რის შემდეგაც იგი მოღვაწეობდა თბილისში, წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძარში.