საპატრიარქოს უწყებანი N28 1-8ოქტომბერი 2009წ გვ.10
ხელდასხმა
21 სექტემბერს ბარაკონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ნიკორწმიდელმა მიტროპოლიტმა ელისემ (ჯოხაძე) დიაკვნად აკურთხა თბილისის სასულიერო სემინარიის ლექტორი გოჩა გუგუშვილი და სახელად გიორგი უწოდა.
საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.7
დაჯილდოება
22 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია IIმ ოქროს ჯვრით დააჯილდოვა და დეკანოზის წოდება მიანიჭა თბილისის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის (ლურჯი მონასტერი) მღვდელმსახურს, მღვდელ გიორგი გუგუშვილს.
დაჯილდოება
7 დეკემბერს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა შემდეგი მღვდელმსახურნი:
დეკანოზი გიორგი გუგუშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით;
დაჯილდოება
4 ნოემბერს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. საპატრიარქო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დააჯილდოვა მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება: მიტრით -–- დეკანოზი გაბრიელ კულუმბეგაშვილი; დეკანოზი გიორგი ჭილაშვილი და დეკანოზი გიორგი გუგუშვილი. გამშვენებული ჯვრით “– დეკანოზი დავით ჭიღლაძე და დეკანოზი იოანე კვანჭიანი. ოქროს ჯვრითა და დეკანოზის წოდებით -მღვდელი ლონგინოზ სუარიშვილი და მღვდელი ვლადიმერ ვახტანგაძე.

გუგუშვილი გიორგი დეკანოზი 2023წ. ვიდეო