თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
გაგუა ეპიფანე მღვდელი 1912წ. თხმელარი (აბაშა) მაცხოვრის ეკლესია 1914წ. მარანი (საჭილაო, აბაშა) წმიდა გიორგის ეკლესია 1905წ. ტყვირი (აბაშა) მაცხოვრის ეკლესია 1898წ. მედავითნე ჟინოთა (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია
ფოტო მოგვაწოდა თემო ჭახნაკიამ, სამტრედიის გამოჩენილი ადამიანების მკვლევარი.
გაგუა იაკობი - მღვდელი.
2008 წლის 22 ივნისს მღვდლად ხელდასხმა.
22 ივნისს, ჭყონდიდელმა მთავარეპისკოპოსმა პეტრემ (ცაავა), მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკონ იაკობ გაგუას. დიაკონი იაკობი კურზუ-დობერაზენის წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძარში იმსახურებს.
მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით, მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ, ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში მღვდლად აკურთხა მთავარდიაკონი გიორგი გაგუა.
გაგუა გაიოზ მღვდელი 1899წ. ბეთლემი (სენაკი) წმიდა გიორგის ეკლესია 1912წ. ეწერი (მარტვილი) მთავარანგელოზის ეკლესია 1905-1916წ. წაჩხური (მარტვილი) მთავარანგელოზის ეკლესია
გაგუა იოანე მღვდელი 1880წ. მედავითნე აბედათი (მარტვილი) ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია 1911წ. მღვდელი ნაროუ (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია 1893წ. ნახუნავო (მარტვილი) წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია
გაგუა ათანასე მღვდელი 1895წ. ეკი (სენაკი) ნათლიმცემლის ეკლესია 1893წ. საარჩაიო (სენაკი) მაცხოვრის ეკლესია 1913წ. ობუჯი (წალენჯიხა) მთავარანგელოზის ეკლესია
გაგუა რომანოზი მღვდელი 1887წ. დიაკონი, 1890წ. მღვდელი ლეძაძამე (სენაკი) მაცხოვრის ეკლესია 1895წ. თამაკონი (II) (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია 1883წ. ჟინოთა (მარტვილი) წმიდა გიორგის ეკლესია 1891წ. სალხინო (სარხინო, მარტვილი) წმ. გიორგის ეკლესია