თუ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია ფოტომასალა გამოგვიგზავნეთ, თუ არ დევს ფოტო და ინფორმაცია მინიმალურია, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ შევძელით მოპოვება, არც არავინ დაინტერესებულა და არც შეგვხმიანებია.
ფხალაძე ჯუანშერი გივის ძე მღვდელი - მღვდელი.
დაბ. 1990წ. 2019 წლის 21 აპრილს, მღვდლად ხელდასხმა. საჩხერის საკათედრო ტაძარი
ამა წლის 21 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, საჩხერის წმ. ნინოს საკათედრო ტაძარში მღვდლად დაასხა ხელი დიაკვან ჯუანშერს (ფხალაძე). მღვდელი ჯუანშერი იმავე ტაძარში იმსახურებს.
1821 წლის მაისში მამა ათანასე (პეტრიაშვილი) რუსეთში გაემგზავრა. მის შემდეგ ფერისცვალების მონასტრის წინამძღვრები იყვნენ: არქიმანდრიტი ირინეოსი (კლუჩარევი) 1821-1824 არქიმანდრიტი ევგენი 1824-1832 არქიმანდრიტი სერგი (ორლოვი) 1832-1840 არქიმანდრიტი ფლაბიანე (ოსტროუმოვი) 1840 1851 არქიმანდრიტი ისრაელი (ლუკინი) 1851-1858 არქიმანდრიტი ფოტი (შირევსკი) 1858-1860 არქიმანდრიტი ვიქტორინი (ლუბიმოვი) 1860-1868 არქიმანდრიტი იოსები (ჩეპიგოვსკი) 1869-1875 არქიმანდრიტი კესარიოსი (ჩეკურიშვილი) 1876-1902 ეპისკოპოსი დიმიტრი (აბაშიძე) 1902-1903 ეპისკოპოსი ექვთიმე (ელიაშვილი) 1903-1906 ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე) 1907-1909 არქიმანდრიტი დოსითეოსი (ბერძნიშვილი) 1909-1910 ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე) 1910-1917 არქიმანდრიტი დიმიტრი (ყარყარაშვილი) 1922-1928 მიტროპოლიტი მელქისედეკი (ფხალაძე) 1928-1934 დარიის მონასტერი სამშობლოს მძიმე ხვედრით შეწუხებულ ქართველ დიდებულთა ერთ-ერთი თავშეყრის ადგილი იყო. ამ პერიოდში აქ მოღვაწეობდა 1832 წლის შეთქმულების აქტიური მონაწილე მღვდელ-მონაზონი ტარასი (ალექსი-მესხიშვილი), მღვდელ-მონაზონი პორფირი (ოქროპირ ბატონიშვილის მოძღვარი, იგი 1830 წელს, შეთქმულების გამომჟღავნებამდე გარდაიცვალა ქოლერით), მღვდელ-მონაზონი ფილადელფოსი (კიკნაძე).
ფხალაძე ერასტი მედავითნე 1914წ. თელავის ღვთიმშობლის მიძინების ეკლესია
ტაძრის წინამძღვარია მღვდელი ერასტი დიმიტრის ძე ფხალაძე.დაიბადა 1886 წლის 16 ოქტომბერს. 1904 წლის 26 მაისს დაამთავრა თელავის სასულიერო სასწავლებელი | ხარისხის დიპლომით და იმავე წლის 9 დეკემბერს განამწესეს მედავითნედ სოფელ ყულფში. 1907 წლის 28 თებერვლიდან მედავითეობს ახალდაბაში, შემდეგ ოძისში. 1908 წლის 28 თებერვლიდან თბილისის მაზრის სოფელ ახალსოფელში. 1913 წლის ჩააბარა მასწავლებლის გამოცდები. 1914 წლის 9 იანვარს გადაიყვანეს თელავის საკათედრო ტაძარში, შტატიან მედავითნედ. იმავე წლის 6 დეკემბერს თბილისის ქაშვეთის ტაძარში ხელდასხმულ იქნა მთავარდიაკვნად. 1916 წლის 20 თებერვალს ნაკურთხია მღვდლად. იყო საღმრთო სჯულის მასწავლებელი გუდაკოვას კერძო გიმნაზიაში, 1916-1918 წლებში. 1920 წელს უწმიდესისა და უნეტარესის ლეონიდეს (ოქროპირიძე) მიერ დაჯილდოვდა კამილავკით. 1921 წლის 28 ნოემბრიდან კათოლიკოს-პატრიარქის ამბროსის (ხელაია) კურთხევით ინიშნება სოფელ ახალგორში. 1922 წლის ნოემბერში მიიღო მადლობის სიგელი. 1926 წლის 27 მაისს დაჯილდოვდა მკერდის ოქროს ჯვრით.